ჩემი სარწმუნოება ისლამი
პროფ. მუჰამმედ შევქი აიდინი
რწმენა
ღმერთმა ადამიანი საუკეთესო ქმნილებად გააჩინა და საოცარი უნარებით შეამკო. ღმერთმა ადამიანს ასევე უწყალობა დიდი პატივი და მისი მიმართვის ადრესატად აქცია. მან ასწავლა ადამიანს ყველაფერი ის, რაც მან არ აცოდა და ამის შედეგად ადამიანი სხვა არსებებთან შედარებით მაღალ საფეხურზე ავიდა. ამრიგად, ღმერთმა ადამიანს მრავალი წყალობა არგუნა და ამის პარალელურად დიდი პასუხისმგებლობა დააკისრა. ღმერთმა ადამიანს შუამავლები და წმინდა წიგნები მოუვლინა, რათა ეს პასუხისმგებლობა გაეაზრებინა და სწორად ეცხოვრა. შედეგად ადამიანმა თავი დააღწია ურწმუნოების ჭაობს და რწმენის ნათელით შეიმოსა. შუამავლებისა და წმინდა წიგნების მიერ მოტანილ მოძღვრებას სარწმუნოება ეწოდება და სწორედ სარწმუნოება გვასწავლის, თუ როგორ უნდა იცხოვროს ადამიანმა.
PDF Reader
100%
Page 1 of 420
ჩემი სარწმუნოება ისლამი
Reading Progress0% Complete
