ბრძანებებისა და აკრძალვების სიბრძნე ისლამში
მოწყალე და უმწყალობლესი ალლაჰის სახელით დიდება ალლაჰს, რომელმაც შექმნა მთელი სამყარო და ყველაფერი გარკვეულ სიბრძნეს და კონკრეტულ მიზანს დაუქვემდებარა. ასევე ღრმა პატივისცემას გამოვხატავ წმ. შუამავლის მიმართ, რომელმაც ეს სიბრძნე ჩვენ შეგვასწავლა. მისი ყოველი მდგომარეობა, სიტყვები და ქცევები ჩვენთვის უზადო მასწავლებელია. ასევე პატივისცემა მინდა გამოვხატო წმ. შუამავლის ყველა იმ თანამებრძოლისა და მეგობრის მიმართ, რომლებმაც აღიარეს ისლამი და მთელი ცხოვრება წმ. შუამავლის გვერდით იდგნენ. წინამდებარე წიგნი, რომელიც ღმერთის ბრძანებებისა და აკრძალულების სიბრძნის, მიზნისა და სიკეთის განმარტებას წარმოადგენს ხუთ ძირითად ნაწილად იყოფა: სარწმუნოების უსაფრთხოება სიცოცხლის უსაფრთხოება გონების უსაფრთხოება შთამომავლობის უსაფრთხოება საკუთრების უსაფრთხოება წიგნში განმარტებულია ბრძანებებისა და აკრძალვების სისტემა და მათში არსებული სიბრძნე და მიზნები. ზემოთ ჩამოთვლილი ხუთი ძირითადი პრინციპის დაცვა, მისაღები ფორმითა და პირობებით მათი განვითარება და შესაბამისი მიზნების მიღწევა ყველა ღვთიური სარწმუნოების, ფილოსოფიური სისტემებისა და პოლიტიკური დოქტრინის საერთო მიზანს წარმოადგენს. აღნიშნული მიზნის მიღწევის აუცილებლობის საკითხში აზრთა თანხვედრის მიუხედავად მიზნის მიღწევის მეთოდები და სხვა პრევენციული ზომები განსხვავებულია. ამ ნაწარმოებში, აღნიშნული ხუთი ძირითადი პრინციპის დაცვისა და განვითარების მიზნით დადგენილი ბრძანებები და აკრძალვები მათში არსებული სიბრძნის, მიზნების, სიკეთის და სარგებლის მიხედვითაა განხილული. ამრიგად, ერთის მხრივ ისლამსა და სხვა რელიგიებს თუ იდეოლოგიებს შორის განსხვავება, ხოლო მეორეს მხრივ ისლამის ბუნებრივობა, პრაქტიკულობა და ადამიანის ბუნებასთან შესაბამისობა წარმოჩნდება. აღნიშნული ხუთი ძირითადი პრინციპი შემდეგნაირადაა ჩამოყალიბებული: 3 სარწმუნოების უსაფრთხოება “სულიერი და რელიგიური ცხოვრება ისლამში” გონების უსაფრთხოება “აზროვნებისა და ცოდნის სფერო ისლამში” სიცოცხლის უსაფრთხოება “ადამიანის უფლებები ისლამში” შთამომავლობის უსაფრთხოება “ოჯახის ინსტიტუტი ისლამში” ქონების უსაფრთხოება “ეკონომიკა ისლამში” გარდა ამისა, ისლამში არსებობს სხვადასხვა საკითხები, რომლებიც ამ ხუთ ძირითად პრინციპთან ცალ-ცალკე არიან დაკავშირებული. მაგალითად ალკოჰოლის აკრძალვის მიზეზი ეხება როგორც გონების, ქონების, სიცოცხლის უსაფრთხოებას, ისე შთამომავლობის უსაფრთხოებასა და სარწმუნოების დაცვას. ამგვარი საკითხები, უპირველეს ყოვლისა იმ პრინციპთან მიმართებაში განიხილება, რომელთანაც პირდაპირ კავშირშია, ხოლო დანარჩენებთან არსებული დამოკიდებულება ზოგადად იქნება მითითებული. მაგალითად, ალკოჰოლი უპირველეს ყოვლისა გონებას აზიანებს. დანარჩენ პრინციპებთან მისი კავშირსაც ეს პირველი განსაზღვრავს. ამიტომ ალკოჰოლის აკრძალვა და მასში არსებული სიბრძნე ძირითადად “გონების უსაფრთხოების” ჭრილში განიხილება. ისლამი, უზადო ხელოვანისა და არქიტექტორის მიერ შექმნილ უნიკალურ ქმნილებას გავს. ამ ქმნილებაში ყოველი ქვა თავის ზუსტ ადგილასაა დადებული. ნებისმიერი ქვის სხვა ქვით ჩანაცვლება ან გადაადგილება ამ ქმნილების სრულყოფილებას დაარღვევს და შესაბამისად შეუძლებელია. ქმნილების უნიკალურობა და სილამაზე უზადო სიზუსტის და ჰარმონიის შედეგია. ისლამის საფუძვლებსა და დებულებებში სწორედ ასეთი სიზუსტე და ჰარმონიაა. სამყაროში, რომელიც ღმერთის ქმნილებაა, “ღვთიური საიდუმლოს” და “ღვთიური სიბრძნის” სახით უთვალავი საიდუმლო არსებობს. ასევე უთვალავი “ღვთიური საიდუმლო” და “ღვთიური სიბრძნეა” ღმერთის მიერ მოცემულ სარწმუნოებაშიც. მეცნიერებაში მთავარი კითხვაა “როგორ?”, ფილოსოფიაში კი “რატომ და რისთვის?” რაც შეეხება სარწმუნოებას, პასუხი ამ ორივე კითხვაზე იძებ- 4 ნება. ამ კითხვების პასუხები, რომლებიც გონივრული, ლოგიკური, სწორი და მართებულია არის სიბრძნე. რატომ, რისთვის და როგორ? ეს ის კითხვებია, რომელთა დასმაც და მათზე პასუხებს გაცემა ადამიანის გონებისთვის ძალზედ მნიშვნელოვანია. კაცობრიობის ისტორიის მანძილზე მუდმივად ამ კითხვების პასუხებს ეძებდნენ. ზოგჯერ კი ეს ძიება ჩიხში შედიოდა. თუმცა, ღვთიური სიბრძნე ბოლომდე დაფარული არ არის და ადამიანებმა შეძლებისდამიხედვით მასში ჩაწვდომა უნდა სცადონ.
