თეფსირის ისტორია და მეთოდოლოგია
ყურანი არის ალლაჰის დაუსაბამო, მარადიული და შეუქმნელი სიტყვა, ღვთაებრივი გზავნილი, გზამკვლევი და წყალობა მთელი კაცობრიობისთვის, ეს ასე იყო დღემდე და ასევე დარჩება სამყაროს აღსასრულამდე. ამ თვისებებიდან გამომდინარე, მისი ყველა საკითხი, სიბრძნესა და მიზანს ეფუძნება. თუმცა ისიც ფაქტია, რომ ყურანი არ ანიჭებს მნიშვნელობას ისეთ საკითხებს, რომელიც მიზანს არ ემსახურება, ვინაიდან, ის განმარტავს იმ საკითხებს, რომლებსაც მიზნად ისახავს და ამ მეთოდით მკითხველის დიდ ყურადღებას იქცევს. ყურანში არსებული განმარტებები ანუ მისი ყველა აიათი, გაგებისა და აღქმის თვალსაზრისით, ერთნაირი არ არის. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი მათგანი მარტივად გასაგებია, ზოგიერთი მათგანის გასაგებად, აუცილებელია ვიცოდეთ ყურანის სიტყვების პირდაპირი და ირიბი მნიშვნელობები, ასევე, მისი ზემოვლენის ფაქტორები, აიათების ასპექტები და მასში შემავალი სხვა მნიშვნელოვანი ფაქტორები. სწავლების უახლოესი დარგი, რომელიც ეხმარება ადამიანებს ამ მხრივ, არის „მეცნიერება - თეფსირის მეთოდოლოგია (თეფსირი უსულუ) “. მეცნიერების ამ დარგში მოცემულია გარკვეული პრინციპები და მეთოდები, რაც ხელს უწყობს ყურანის სწორ ინტერპრეტაციასა და გაგებას. თეფსირის სწავლულების მიერ, სწავლების ეს დარგი, სწორედ ამ მიზნის განხორციელებისთვის იქნა შემუშავებული. ამ მიზეზით, თეფსირის მეთოდოლოგია შედგენილია ცალკე დამოუკიდებელ მეცნიერებად. მიუხედავად იმისა, რომ თავდაპირველად მასში არ იყო ყველა საკითხი ერთად შეკრებილი, მოგვიანებით პერიოდებში დაიწერა ყოვლისმომცველი თეფისირის მეთოდოლოგიის წიგნები, რომლებიც აერთიანებდა ამ ეცნიერებაში შემავალ ყველა საკითს. მათ შორის ყველაზე მოცულობითი არის ეზ-ზერქეშის (გ.794/1391) ნაშრომი - „ელ ბურჰან ფი ღ’ულუმილ ყურანი“ და ეს-სუიუტის (გ.911/1505) „ელ-ითყანი ფი ღ’ულუმილ ყურანი“. რა თქმა უნდა, ამ თემაზე სხვა ნაშრომებიც არსებობს. თქვენს ხელთაა წიგნი „თეფსირის ისტორია და მეთოდოლოგია“, რომელსაც წინამძღოლების გადამზადების დროს ვსწავლობდით. ვიმედოვნებთ, ის მეტწილად შეავსებს იმ სიცარიელეს, რაც ამ მხრივ არსებობს. მასში ყველაფერი დეტალურად არ არის მოცემული და ის ძირითადად საშუალო დონის მკითხველზეა გათვლილი. ჩვენ უნდა გავისარჯოთ, წარმატების მიღწევისთვის კი ალლაჰს შევევედროთ და შევეკედლოთ! ყოველგავრი ქება-დიდება მხოლოდ ალლაჰს ეკუთვნის!
