ეპლი სუნნეთის მრწამსი
ელ-აყიდეთუტ-ტაჰავიე, ჰანეფის მიმდინარეობის ჰადისის, ფიყიჰისა და აყაიდის სწავლულის, იმამი ებუ ჯაღ’ფერ ელ-ტაჰავისა და მიმდინარეობის სამი იმამის: იმამ ებუ ჰანიფეს, იმამ ებუ იუსუფისა და იმამ ებუ მუჰამმედის (რჰ.ა.) -ეჰლი სუნნეთი ველ-ჯემაღ’ეთის ერთ-ერთი ძირითადი ტექსტია, რომელიც შეიცავს მრწამსის პრინციპებს. ეს ძირითადი წიგნი, რომელზედაც ისტორიის მანძილზე მრავალი ანოტაცია დაიწერა, სამწუხაროდ, ბოლო დროს თითქმის მივიწყებული იქნა. განსაკუთრებით სალაფიტური/ვაჰაბიტური მრწამსის მიმდევრების მიერ, ბოლო პერი- 9 ეჰლი სუნნეთის მრწამსი ოდში ამ წიგნის 20-მდე ანოტაცია დაიწერა და სხვადასხვა ენებზე ითარგმნა. ეს ანოტაციები გავრცელდა „ეჰლი ეს-სუნნეთის მრწამსის“ სახელით, ტექსტის რეპუტაციის გამოყენებისთვის, სადაც შეეცადნენ ტექსტის დამახინჯებას. თქვენს ხელთ არსებული `შერჰი/ანოტაცია~ შედგება მოკლე ახსნა-განმარტებისგან „ალ-აყიდეთუტ-ტაჰავიეს“ ტექსტზე, რომელსაც ჩვენ ვსწავლობდით ძინამძღოლების გადამზადების დროს. ეს შერჰი/ანოტაცია, რომელიც არსებული ხარვეზების მეტწილად შევსების მიზნით გამოვაქვეყნეთ, ბევრი დეტალი არ არის მოცემული და ის ძირითადად საშუალო დონის მკითხველზეა გათვლილი. ჩვენ უნდა გავისარჯოთ, წარმატების მიღწევისთვის კი ალლაჰს შევევედროთ და შევეკედლოთ. ყოველგავრი ქება-დიდება მხოლოდ ალლაჰს ეკუთვნის. რეზო მიქელაძე ბათუმი, 13 შაღ’ბანი 1444 5 მარტი 2023
