ისლამის ძირითადი საფუძვლები
წინამდებარე წიგნი „ისლამის ძირითადი საფუძვლები“ წარმოადგენს ისლამის ძირითად კრებულს. ბავშვობისას შეძენილი ცოდნა მთელი სიცოცხლის განმავლობაში მათ თან გაჰყვებათ და დიდ მნიშვნელობას ახდენს ახალგაზრდებზე. შუამავალი (ს.ა.ს) ერთ-ერთ ჰადისში გვამცნობს, რომ სამყაროში მოვლენილი ყოველი ახალშობილი სუფთა ბუნებით იბადება, ხოლო შემდეგ მშობლების მეშვეობით, ამ სუფთა ბუნებას შორდება და სხვადასხვა კულტურისა და რელიგიის წარმომადგენლი ხდება. იმისთვის, რომ ბავშვებმა ეს სუფთა და სპეტაკი ბუნება არ დაკარგონ, შუამავალს ბავშვობიდანვე ისლამის რელიგიის ძირითადი საფუძვლების შესწავლა უბრძანებია. ასევე, ყოველთვის იმეორებდა იმას, რომ ბავშვმა ღვთისმოსაობას თავიდანვე უნდა მიეჩვიოს და ის ცხოვრების წესად უნდა დაიდგინოს. იმისთვის, რომ დღევანდელი ბავშვები, ხვალინდელი ჯანსაღი ცხოვრების საწინდარი იყვნენ, მათ შესანიშნავი აღზრდა ესაჭიროებათ ეს თითოეული ჩვენგანის მთავარი მოვალეობაა. ჩვენ შევეცადეთ ყველა იმ მშობელს დავხმარებოდით, ვისაც სურდა ისეთი შვილი აღეზარდა, რომელსაც როგორც თავისი გამჩენის ასევე სამშობლოს სიყვარული ექნებოდა, რომელიც იქნებოდა საუკეთესო ზნეობით გამორჩეული და მთელი საზოგადოებისათვის სამაგალითო. ამიტომ ამ პატარა სახელმძვანელოში ისლამის ის აუცილებელი ძირითადი საფუძვლები გავაერთიანეთ, რისი ცოდნაც ყოველი ბავშვისთვის აუცილებელია. იმისთვის, რომ ჩვენს ბავშვებს მოცემული სახელმძღვანელოს აღქმა და გაანალიზება გაიოლებოდათ ამიტომ იგი მოკლედ და ამომწურავად შევადგინეთ.
