ახალგაზრდა თანამიმდევრები
მოწყალე და მწყალობელი ალლაჰის სახელით... უსაზღვრო მადლობა უზენაეს ალლაჰს, რომელმაც წილად მარგუნა ახალგაზრდა თანამიმდევრების შესახებ ბრწყინვალე ნაშრომის დაწერა. სალათი და სალამი მის უსაყვარლეს შუამავალს. სალამი მის ბედნიერ თანამიმდევრებს. ბედნიერების ეპოქაში, ისლამის წმინდა გზაზე, უკეთილშობილეს შუამავალზე ძლიერ და გულწრფელად შეყვარებულ, მისი აღმავლობისათვის მებრძოლ, მუდამ თავგანწირულ თანამიმდევართაგან უმეტესი ახალგაზრდები იყვნენ, რომლებიც წმინდა შუამავალს, სიცოცხლითა და მთელი სიმდიდრით მხარს უჭერდნენ და გვერDდით ედგნენ. ამ თვალსაზრისით, არ იქნებოდა შეცდომა, თუკი ისლამს ახალგაზდულ მოძრაობას ვუწოდებთ. ახალგაზრდა თანამიმდევრებმა, რწმენის გამო მიატოვეს მდიდრული, ავტორიტეტული და თავისუფალი ცხოვრება. მათ წამების ატანის ფასადაც კი ალლაჰის შუამავლის გვერდით დგომა ირჩიეს. ამის უმთავრესი მიზეზი, მათდამი შუამავლის ნდობა, დაფასება და პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება იყო. ამის წყალობით ახალგაზრდა თანამიმდევრებმა თავიანთი ნიჭის თავისუფლად გამოყენებისთვის ხელსაყრელი მომენტი იპოვეს. ალლაჰის შუამავალმა, ისლამის აღმავლობისა და 8 / ახალგაზრდა თანამიმდევრები ცხოვრებაში გატარების მხრივ მათ მნიშვნელოვანი ვალდებულება დააკისრა. გარდა ამისა, მათ მომავალში უფრო საპასუხისმგებლო საქმეებიც ელოდებოდათ. ამგვარად, წმინდა შუამავალმა ისინი თავაზიან, საკუთარ თავზე მინდობილ და ჩამოყალიბებულ ადამიანებად აღზარდა. მან ისინი შუამავლური ზნეობით, ენერგიულ და გამბედავ ადამიანებად მოამზადა და ცნობიერებაში გაუთავისა, რომ ეს ყველაფერი ალლაჰის გზაზე გაეხარჯათ. ალლაჰის შუამავალი ბრძანებს: `მე მხოლოდ და მხოლოდ მასწავლებლად მოვევლინე სამყაროს.~ (იბნი მაჯე, მყადდიმე 17) თანამიმდევრებმა ცოდნა კაცობრიობის ისტორიაში უდიდესი მასწავლებლიდან მიიღეს და სამყაროს მბრწყინავი ვარსკვლავები გახდნენ. ისინი ალლაჰის რწმენის, ისლამის გავრცელების გზაზე გამოჩენილი თავგანწირული სამსახურით სამაგალითო ახალგაზრდებად წარმოგვიდგნენ. მათ შორის ბევრი ისტორიაში სახელმწიფო მმართველების, გუბერნატორების, სარდლების, მოსამართლეების, სწავლულებისა და მეცნიერების რანგში გვხვდება. სწორედ, ამ ახალგაზრდა თავგანწირული თაობის მეშვეობით, ისლამი ნახევარი საუკუნის ტოლ, მოკლე დროში სამ კონტინეტზე გავრცელდა და მთელი მსოფლიო მოიცვა. ჩვენი მიზანია, ამ ნაშრომის წყალობით შეგახსენოთ, რომ დღესაც ისლამისა და წმინდა შუამავლის უანგარო ერთგულების, ისეთივე შესაძლებლობა არსებობს როგორიც მაშინ იყო. ვინაიდან მისი შუამავლობა განკითხვის დღემდე გრძელდება და უეჭველია, რომ ის სულიერად ყოველთვის თავის მიმდევრებთან ერთად არის. ახალგაზრდა თანამიმდევრები / 9 კეთილშობილმა ომარმა, თანამიმდევრების მოტრფიალეთ ასეთი რჩევა მისცა: `ვინც ისე გააკეთებს, როგორც ისინი იქცეოდნენ მათ დაემსგავსება.~ გარდა ამისა, ამ საკითხთან დაკავშირებით არც შემდეგი ჰადისი უნდა დავივიწყოთ. `ჩემი თანამიმდევრები მოციმციმე ვარსკვლავებივით არიან, ვინც მათ შუქს გაჰყვება, სწორ გზას იპოვის.~ ვიმედოვნებთ, რომ წიგნს ასეთი ხედვით წაიკითხავთ და ის თქვენთვის სასარგებლო გახდება. გარჯა ჩვენგან, ჯილდო ალლაჰისგან…...
