თანაცხოვრების ეთიკა
კაცობრიობის ისტორიის მანძილზე ღმერთმა ადამიანებს მრავალი შუამავალი მოუვლინა. ყოველი შუამავალი ადამიანებს ერთი ღმერთის რწმენისა და ღირსეულად ცხოვრებისკენ მოუწოდებდნენ და საამისოდ საუკეთესო მაგალითებს იძლეოდნენ. ისინი ადამიანებს ასწავლიდნენ, რომ მხოლოდ ღმერთს რწმენა უნდა ჰქონოდათ და მხოლოდ მისთვის ეცათ თაყვანი. გარდა ამისა, შუამავლები ადამიანებს ერთად ცხოვრების წესებს ასწავლიდნენ და თანაცხოვრების პირობებში წარმოქმნილი უფლება-მოვალეობების განხორციელების კუთხით მნიშვნელოვან დებულებებს აცნობდნენ. მოგეხსენებათ, ისლამი კაცობრიობის უკანასკნელი სარწმუნოებაა. ისლამმა ადამიანებს თანაცხოვრებისთვის აუცილებელი ზნეობრივი პრინციპები გააცნო. თავად ყურანი ადამიანებისთვის სიმშვიდისა და ბედნიერების წყაროს წარმოადგენს. ამასთანავე, ის არის საუკეთესო გზამკვლევი, რათა ადამიანებმა დედა- თანაცხოვრების ეთიკა 8 მიწაზე საცხოვრებლად ხელსაყრელი პირობები შექმნან. ისლამის მოძღვრება ადამიანის ბუნებასა და მოთხოვნილებებზეა ორიენტირებული. ისლამი ასევე ზუსტად იცავს იმ წონასწორობას, რაც ამქვეყნიური და საიქიო ბედნიერებისთვისაა საჭირო. შედეგად, მთელი ისტორიის მანძილზე, ისლამის სწავლების გავლენით საზოგადოებრივ ცხოვრებაში სიკეთე, თანაგრძნობა, თანადგომა და სხვა მსგავსი ზნეობრივი ღირებულებები ჩამოყალიბდა. ერთი ღმერთის რწმენა, საერთო ღირებულებები და პრინციპები, ასევე საიქიოსთვის მზადება საზოგადოებრივი ცხოვრების მოწესრიგების თვალსაზრისით უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობდა. ამავდროულად, უნდა აღინიშნოს, რომ განსხვავებული რელიგიის, ეთნიკური წარმომავლობისა და კულტურის ხალხში ერთგვარი გაურკვევლობა და განსხვავებული აღქმები წარმოიშვა. ზოგადად, აღნიშნული პრობლემა მუსლიმურ თემშიც შეინიშნება. თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ისლამური ცივილიზაცია საკმაოდ ეფექტურად ვრცელდებოდა და მეტ-ნაკლებად ერთიან პლატფორმას ქმნიდა. ისლამის გავრცელების პროცესში ორი ძირითადი პრინციპი მოქმედებდა: „მუსლიმები ძები არიან“ და „რელიგიაში ძალდატანება მიუღებელია“. ამ პრინციპების გათვალისწინებით შეიქმნა მდგომარეობა, რომ სხვა და სხვა ეთნიკური წარმომავლობის მუსლიმები ერთად ჰარმონიულ თანაარსებობას ახერხებდნენ. ისლამის ისტორიის მანძილზე, ბუნებრივია, ისლამის არასწორი აღქმის შედეგად, ან პოლიტიკური მიზნებით ბოროტად გამოყენების გზით, მავნე გამოვლინებებიც დაფიქსირებულა. ამის მიუხედავად, ზოგად სურათს თუ შევხედავთ, მუსლიმი საზოგადოება, მიუხედავად თავიანთი განსხვავებული ეთნიკური წარმომავლობისა, ერთად თანაცხოვრებას წინასიტყვაობა 9 ახერხებდნენ. ამ პროცესშ შეიქმნა სხვა და სხვა რელიგიური მიმდინარეობები, თუმცა ამ ყველაფერს ისლამის გამაერთანებელი ფუნქციისთვის დიდი ზიანი არ მოუტანია.
