გამჩენზე, სამყაროსა და ადამიანზე დაფიქრება
„დაფიქრება ყველზე დიდი ღვთისმსახურებაა.“ (ბეიჰაქი, შუაბი. IV, 157) უსაზღვრო ქება-დიდება იმ წყალობის გარდმომვლენს, რომელმაც ჩვენ ფიქრის, შეგრძნებისა და უზენაესი გამჩენის შეცნობის გზა გვიჩვენა. სალათი (ლოცვა) და სალამი ალლაჰის უკეთილშობილეს შუამავალს და მის ერთგულ მიმდევრებს, რომლებმაც ღრმა და წრფელი გრძნობით აღსავსე, სულიერებით შეასწავლეს საყვარელ თანამიმდევრებს სამყარო, ადამიანი და წმინდა ყურანი.წმინდა ყურანი, ადამიანი და სამყარო- ეს ის სამი ძირითადი გარემოებაა, სადაც ნათლად შეიძლება პიროვნებამ შეიცნოს და დაფიქრდეს უზენაესი ალლაჰის ულამაზესი სახელებისა და თავისებურებების გამოვლენაზე. ეს სამი შეუდარებელი ფასეულობა და მისგან ცოდნის მიღების უნარი, სიცოცხლის ბრწყინვალე ბრილიანტების აღმოჩენის შესაძლებლობა, უზენაესმა ალლაჰმა მხოლოდ და მხოლოდ ადამიანს არგუნა წილად. სწორედ ამის საშუალება - დაფიქრება და შეგრძნებაა.
