გვიყვარხარ შუამავალო
შუამავალი, რომლის მოვლინების მიზანიც “მორალური სილამაზის სრულყოფა” იყო (იხ. ბუჰარი, “ედებულ მუფრედ” 104), ბრძანებს: “მორწმუნეთა შორის, რწმენის მიხედვით, ყველაზე სრულყოფილი ისაა, ვისი ზნეობაც უკეთესია”. (იხ. ბუჰარი, “ედებ” 39; მუსლიმ, “ბირ” 47; ებუ დავუდ, 14). ეს ჰადისი ადასტურებს, რომ ისლამის მოძღვრების ცენტრში მორალი დგას და ის ამ მიმართულებითაა ჩამოყალიბებული, რაც განპირობებულია იმით, რომ ღრმადმორწმუნოების ხარისხი სწორედ რომ მორალური საზომით იზომება. ისლამის მიხედვით ნამაზი, მარხვა და სხვა მსგავსი ღვთისმსახურება ადამიანს ზნეობრივად ამაღლებს და ამის პარალელურად უზნეობისკენ მიდრეკილებებს ახშობს. (იხ. ანქებუთ 45; ბაყარა 183). გამომდინარე აქედან, მორწმუნეობა, რომელიც ზნეობისგან დაცლილია, თავის არსს სცილდება. ისლამში იდენტობის გამოხატვა მორწმუნის მიერ სხვადასხვა ასპექტების მთლიანობაში წარმოჩენითაა შესაძლებელი. როდესაც სიტყვა და საქმე ერთმანეთთან თანხვედრაში არ არის, ბუნებრივია, ეს მდგომარეობა კრიტიკისთვის ღიაა.
