ისლამი
ეს მოკრძალებული ნაწარმოები დაწერილია ისლამის შესახებ საიმედო და ზუსტი ცნობების მისაღებად, საზოგადოების სულ უფრო მზარდი მოთხოვნილებების დაკმაყოფილების მიზნით. წიგნში შემჭიდროებული ფორმით და ამავე დროს ძალიან ზუსტად და ამომწურავად გადმოცემულია ცნობები რელიგიის, ისტორიის, კულტურისა და მუსლიმთა ყოველდღიური ცხოვრების შესახებ. ამ ნაწარმოებით ჩვენ შევეცადეთ, ნათლად და უბრალოდ გადმოგვეცა იმ სფეროს ასპექტები, რომლის გამოკვლევაც მიზნად დავისახეთ. ამავე დროს შეგვიძლია, წარმოვუდგინოთ აუცილებელი და საკმარისი ინფორმაცია მათ, რომლებიც ისწრაფვიან, მიიღონ ობიექტური ცნობები ისლამის მსოფლმხედველობის შესახებ. ამ წიგნის თითოეული თავი თავისთავად დასრულებულ და დამოუკიდებელ ნაშრომს წარმოადგენს. რადგანაც ამ დამოუკიდებლობის მისაღწევად ზოგიერთი ცნობების მოყვანა სხვა თემებთან კავშირში მოგვიწია, ზოგიერთი განმეორების თავიდან აცილება ვერ მოხერხდა. ძალისხმევა ჩვენიდან, წარმატება ალლაჰისგან.
