ყოვლისშემძლე ღმერთმა თავის მონა-მსახურებს, ჭეშმარიტებაში ჩასაწვდომად, უამრავი საშუალება უწყალობა. ამათგან ერთ-ერთი, ღვთისმოსავი ადამიანების სახით, სწორი გზის მაჩვენებლების მოვლენაა. ეს ადამიანები შუამავლებია, რომელთაც ერგოთ პატივი უზენაესი ალლაჰისგან ზეშთაგონება გარდმოვლინებოდათ. უბადლო მაგალითებად მოვლენილ შუამავლებს დაეკისრათ ალლაჰის აიათების თანამიმდევრებამდე, სიტყვა-სიტყვით კითხვითა და ქადაგებით მიტანა. შუამავლების გამოგზავნა დიადი ღმერთის წყალობის მნიშვნელოვანი გამოხატულებაა, იგი შუამავალი ადამით იწყება და სრულიად კაცობრიობას მოიცავს.