„საუკეთესო მაგალითი“ _ ამ ორი სიტყვის დამახსოვრება, პატივისცემა და ცხოვრებაში გატარება ჩვენი ადამიანური მოვალეობაა, რადგან ისინი ყველაზე კარგად გამოხატავს მუჰამმედ შუამავლის თვისებებს, რომელსაც ღმერთის წიგნში, „ყურანში“ გამორჩეული ადგილი უჭირავს. „საუკეთესო მაგალითი“ _ უზენაესი ალლაჰის ეს სიტყვები, მუჰამმედ შუამავლის ყველა საუკეთესო თვისების შემცველია. უზენაესი ალლაჰი ურჩევს და წარმოუდგენს სამყაროს ისეთ ნიმუშს, რომელიც აუცილებელია თავიდან შეიცნო, შეისწავლო და შემდეგ მიაღწიო მასთან სულიერ გაიგივებას.