დრო:

„სამყაროთათვის წყალობად წარმოგზავნილი შუამავლი (ს.ა.ს.) - სანიმუშო ადამიანი“

18.9.2025
„სამყაროთათვის წყალობად წარმოგზავნილი შუამავლი (ს.ა.ს.) - სანიმუშო ადამიანი“

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯიხანჯურში ღონისძიება გაიმართა თემაზე: „სამყაროთათვის წყალობად წარმოგზავნილი შუამავლი (ს.ა.ს.) - სანიმუშო ადამიანი“ დღეს, ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯიხანჯურის მეჩეთში, გაიმართა მნიშვნელოვანი ღონისძიება, რომელიც მიეძღვნა შუამავალი მუჰამმედის (ს.ა.ს.) დედამიწაზე მოვლინებას და სანიმუშოობას. შუამავლის (ს.ა.ს.) მოვლინება წარმოადგენს უდიდეს წყალობას კაცობრიობისთვის, რადგან სწორედ ის იყო „სანიმუშო ადამიანი“ მაგალითი და ღვთიური გზავნილის ცოცხალი განსახიერება. ღონისძიებას ესწრებოდნენ მრავალი მორწმუნე, სასულიერო ლიდერები, იმამები, რელიგიის პედაგოგები, თეოლოგები და მუსლიმური თემის წარმომადგენლები. დამსწრეთა შორის იყო საქართველოს მუფთი ჰაჯი ადამ შანთაძე, რომელმაც შეკრებილებს მუჰამმედი შუამავლის (ს.ა.ს.) ცხოვრების შესახებ ესაუბრა. მისი ქადაგების ძირითადი თემები იყო: შუამავლის (ს.ა.ს.) სანდოობა; 1. შუამავლის ﷺ სანდოობა (სიდყი) მუჰამმედს (ს.ა.ს.) მუსლიმობამდე მექაში „الصادق الأمين“ („მართალი და სანდო“) ეძახდნენ. მექელები თავიანთი ქონება მას ანდობდნენ, რადგან იცოდნენ, რომ არ მოიტყუებოდა და არ უღალატებდა. ﴿وَمَا يَنطِقُ عَنِ الْهَوَىٰ إِنْ هُوَ إِلَّا وَحْيٌ يُوحَىٰ﴾ (სურა ნეჯმი, 53/3-4) „ის არ ლაპარაკობს ვნებით. იგი თავადვე იყო ზეშთაგონება.“ ამანათის მნიშვნელობა; 2. ამანათის მნიშვნელობა (ელ-ამანაჰ) ამანათი ნიშნავს ნდობასა და ვალდებულების ერთგულებას. როცა მუჰამმედი (ს.ა.ს.) მექადან ჰიჯრაზე წავიდა, თავის საწოლში ალი (რ.ა.) დატოვა, რათა მექელებისთვის მინდობილი ნივთები დაებრუნებინა. «أَدِّ الأَمَانَةَ إِلَى مَنِ ائْتَمَنَكَ، وَلا تَخُنْ مَن خَانَكَ» „დაუბრუნე ამანათი იმას, ვინც შენ მოგანდო და არ მოექცე არასწორად იმასაც კი, ვინც შენ გიღალატა.“ (ებუ დავუდი) სწავლა-განათლების საჭიროება; სწავლა-განათლების მნიშვნელობა პირველი ვაჰი სწორედ სწავლაზე იყო: „იკრა!“ აიათი: ﴿اقْرَأْ بِاسْمِ رَبِّكَ الَّذِي خَلَقَ﴾ (სურა ალ-‘ალაქ, 96:1) „იკითხე შენი უფლის სახელით, რომელმაც შექმნა!“ შუამავლის (ს.ა.ს.) მეჯლისები იყო განათლების ადგილები: შუამავალმა (ს.ა.ს.) გვამცნო: "„ცოდნის შეძენა სავალდებულოა როგორც მამაკაცებისთვის, ასევე ქალებისთვის.“ ზნეობრივი სრულყოფილება, როგორც მორწმუნეთათვის სანიმუშო გზა; მუჰამმედი (ს.ა.ს.) იყო ყურანის ცოცხალი განსახიერება. აიათი: ﴿وَإِنَّكَ لَعَلَىٰ خُلُقٍ عَظِيمٍ﴾ (სურა (კალამი, 68/4) „უეჭველად, შენ ადგახარ უმაღლეს ზნეობაზე.“ მექელო ქალი, რომელიც ყოველ დილით ნაგავს ზიდავდა და შუამავალის სახლ-კარს აყრიდა, ავად გახდა. შუამავალი (ს.ა.ს.) მივიდა, მოიკითხა და დახმარება შესთავაზა. ტაიფში ხალხმა ქვებით დაუშინეს, მაგრამ მან მათთვის შეევედრა: „اللهم اهد قومي فإنهم لا يعلمون“ — „ღმერთო ჩემო, სწორ გზაზე დაადგინე ჩემი ხალხი, რადგან მათ არ იციან.“ პროგრამა დაიწყო ყურანის კითხვით. მუფთის ქადაგების შემდეგ შესრულდა შუადღის ლოცვა, ხოლო დასასრულს ახალგაზრდობის დახმარების ასოციაციამ მორწმუნეებს ტკბილეულით გაუმასპინძლდა.