„სამყაროთათვის წყალობად წარმოგზავნილი შუამავლის (ს.ა.ს.) ზნეობრივი ღირსებები.“

შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭვანაში მდებარე მეჩეთში ჩატარდა ღონისძიება თემაზე: „სამყაროთათვის წყალობად წარმოგზავნილი შუამავლის (ს.ა.ს.) ზნეობრივი ღირსებები.“ დღეს, შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭვანას მეჩეთში, გაიმართა ღონისძიება, რომელიც მიეძღვნა შუამავალი მუჰამმედის (ს.ა.ს.) დედამიწაზე მოვლინებას, როგორც “საუკეთესო ზნეობის შუამავალი (ს.ა.ს.). შუამავლის (ს.ა.ს.) დედამიწაზე მოვლინება გვახსენებს იმ უდიდეს წყალობას, რომელიც ალლაჰმა კაცობრიობას მისი (ს.ა.ს.) წარმოგზავნით უბოძა. ღონისძიებას ესწრებოდნენ მრავალი მორწმუნე, მათ შორის სასულიერო ლიდერები, იმამები, რელიგიის პედაგოგები, თეოლოგები და მუსლიმური თემის წარმომადგენლები. ღონისძიებას დაესწრო საქართველოს მუფთი ჰაჯი ადამ შანთაძე, რომელმაც შეკრებილებს მუჰამმედი შუამავლის (ს.ა.ს.) ცხოვრების შესახებ ესაუბრა. საქართველოს მუფთის ქადაგების ძირითადი თემები: შუამავლის (ს.ა.ს.) მოკრძალება და თავმდაბლობა – მიუხედავად იმისა, რომ ალლაჰმა მას შუამავალთა ბეჭედი უბოძა, იგი ცხოვრობდა უბრალო და მოკრძალებული ცხოვრებით, საკუთარ თავს სხვებზე მაღლა არასდროს აყენებდა. გულმოწყალება და წყალობა კაცობრიობისთვის – მუჰამმედი (ს.ა.ს.) „წყალობადაა წარმოგზავნილი სამყაროთათვის“; მიუხედავად იმის, რომ მას მტრობდნენ, არასდროს მიუმართავს შურისძიებაზე, მუდამ მოწყალებასა და პატიებას ირჩევდა. სიმართლე და სანდოობა – შუამავალი ცნობილ იყო, როგორც „სანდო“, მის სიტყვასა და ქცევაში სიცრუე არ არსებობდა. ეს თვისება მორწმუნეთათვის უდიდესი მაგალითია. მოთმინება სირთულეებში – მექაში წლობით ტანჯვისა და დევნის მიუხედავად, მუჰამმედი (ს.ა.ს.) ყოველთვის იყო მოთმინებითა და მტკიცე რწმენით აღსავსე. კეთილი დამოკიდებულება ადამიანების მიმართ – იგი ყველას თანაგრძნობით ეპყრობოდა, გაჭირვებულების მიმართ განსაკუთრებული მზრუნველობით გამოირჩეოდა. ზნეობრივი სრულყოფილება, როგორც მაგალითი – შუამავალი (ს.ა.ს.) თავად იყო ყურანის ცოცხალი განსახიერება. მისი ზნეობა მორწმუნეთათვის სანიმუშო გზამკვლევია ყოველდღიურ ცხოვრებაში. პროგრამის დეტალები: ღონისძიება დაიწყო ყურანის კითხვით. მუფთის ქადაგების შემდეგ შესრულდა შუადღის ლოცვა. დასასრულს, ახალგაზრდობის დახმარების ასოციაციამ მორწმუნეებს ლანჩით გაუმასპინძლდა.