არაბული
وَلَقَدۡ ءَاتَيۡنَا مُوسَى ٱلۡكِتَٰبَ فَٱخۡتُلِفَ فِيهِۚ وَلَوۡلَا كَلِمَةٞ سَبَقَتۡ مِن رَّبِّكَ لَقُضِيَ بَيۡنَهُمۡۚ وَإِنَّهُمۡ لَفِي شَكّٖ مِّنۡهُ مُرِيبٖ
ქართული თარგმანი
და ვფიცავ! ჩვენ ვუბოძეთ მუსას წიგნი[156], მერე უთანხმოება მოუვიდათ მასში[157]. და რომ არ ყოფილიყო შენი ღმერთის სიტყვა[158], უთუოდ, გადაწყდებოდა მათ შორის არსებული[159], და უეჭველად, ეგენი მის მიმართ[160]ორჭოფობენ.
შენიშვნები
- [156] თევრათი
- [157] ზოგიერთმა ირწმუნა, ხოლო ზოგიერთმა უარყო, როგორც მოხდა ყურანის შემთხვევაში
- [158] საზღაურის გადავადება აღდგომის დღემდე
- [159] ამქვეყანასვე
- [160] ყურანის მიმართ