დრო:

ჯუზი 12 · გვერდი 226 · Hud

სურა ჰუდი — აიათი 40

ყურანი ქართულ თარგმანში — samufto.ge

არაბული

حَتَّىٰٓ إِذَا جَآءَ أَمۡرُنَا وَفَارَ ٱلتَّنُّورُ قُلۡنَا ٱحۡمِلۡ فِيهَا مِن كُلّٖ زَوۡجَيۡنِ ٱثۡنَيۡنِ وَأَهۡلَكَ إِلَّا مَن سَبَقَ عَلَيۡهِ ٱلۡقَوۡلُ وَمَنۡ ءَامَنَۚ وَمَآ ءَامَنَ مَعَهُۥٓ إِلَّا قَلِيلٞ

ქართული თარგმანი

მაშინ, როცა მოვიდა ჩვენი ბრძანება[66]და აგიზგიზდა თონე[67], ვუთხარით: „აიყვანე მასში ყველა სახეობიდან წყვილები[68]სათითაოდ, ასევე ვინც ირწმუნა და ოჯახი შენი[69], იმათი გამოკლებით, ვისზეც განვლო სიტყვამ[70]. და არ ირწმუნა მასთან ერთად მცირედის გარდა[71].

შენიშვნები

  1. [66] იმათ გასანადგურებლად, ვინც არ ირწმუნა
  2. [67] წყლის შხეფები აღმა აიქნია, ეს იყო ნუჰის სასწაული. ასევე მრავალი განმარტება აქვს „თენნურს (თონე)“. ერთ-ერთი ვერსიით, თენნური დედამიწაა და წყლის წვეთების ასხმა წყლის დონის მომატება, რომელიც ვეღარ ეტევა დედამიწაზე
  3. [68] მდედრი და მამრი, ნუჰმა აიყვანა ყველა მდედრი და მამრი. მამრი მარჯვენა ხელით, ხოლო მდედრი მარცხენა ხელით
  4. [69] მეუღლე და შვილები მისი
  5. [70] 37-ე აიათი: და არ მომმართო მე იმათ გამო, რომელთაც უსამართლობა ჰქნეს. უეჭველად, დასახრჩობელნი არიან ეგენი. ესენი იყვნენ ვაჟიშვილი ქენღანი და სამის, იაფისისა და ხამის მოწინააღმდეგე ერთ-ერთი მეუღლე ნუჰის.
  6. [71] გადმოცემის თანახმად, ისინი იყვნენ ექვსი მამაკაცი და ექვსი ქალი, მეორე გადმოცემის თანახმად კი - ოთხმოცი. მათგან ნახევარი მამაკაცი, ხოლო ნახევარი დედაკაცი იყო.
სურა ჰუდი — აიათი 40 | ყურანი ქართულად