არაბული
وَجَآءَتۡ سَيَّارَةٞ فَأَرۡسَلُواْ وَارِدَهُمۡ فَأَدۡلَىٰ دَلۡوَهُۥۖ قَالَ يَٰبُشۡرَىٰ هَٰذَا غُلَٰمٞۚ وَأَسَرُّوهُ بِضَٰعَةٗۚ وَٱللَّهُ عَلِيمُۢ بِمَا يَعۡمَلُونَ
ქართული თარგმანი
და მოვიდა ქარავანი[18]. გაგზავნეს თავიანთი მეთულუხენი. როცა თულუხი ჩაუშვა[19], გაოცებულმა წამოიძახა: „ჰეი, სამახარობლო, ეს ყმაწვილია!“ და დამალეს იგი გასაყიდ საქონლად. ხოლო ალლაჰი უწყის, რასაც სჩადიან.
შენიშვნები
- [18] ისინი მედიენიდან ეგვიპტეში მოდიოდნენ, და იმ ჭასთან ახლოს შეისვენეს, სადაც იუსუფი ჩააგდეს საკუთარმა ძმებმა
- [19] ჭაში