არაბული
وَقَالَ ٱلَّذِي ٱشۡتَرَىٰهُ مِن مِّصۡرَ لِٱمۡرَأَتِهِۦٓ أَكۡرِمِي مَثۡوَىٰهُ عَسَىٰٓ أَن يَنفَعَنَآ أَوۡ نَتَّخِذَهُۥ وَلَدٗاۚ وَكَذَٰلِكَ مَكَّنَّا لِيُوسُفَ فِي ٱلۡأَرۡضِ وَلِنُعَلِّمَهُۥ مِن تَأۡوِيلِ ٱلۡأَحَادِيثِۚ وَٱللَّهُ غَالِبٌ عَلَىٰٓ أَمۡرِهِۦ وَلَٰكِنَّ أَكۡثَرَ ٱلنَّاسِ لَا يَعۡلَمُونَ
ქართული თარგმანი
და ეგვიპტელმა[21], რომელმაც იყიდა იგი, უთხრა თავის მეუღლეს[22]: „კეთილად მოეპყარი მას! ეგებ რამეში გამოგვადგეს ან შვილად ავიყვანთო.“ აი, ასე დავამკვიდრეთ იუსუფი დედამიწაზე[23], რათა გვესწავლებინა მისთვის სიზმრების ახსნა. და ალლაჰი ძლევამოსილია თავის საქმეში, თუმცაღა ადამიანთა უმრავლესობა არ უწყიან ამას.
შენიშვნები
- [21] მისი სახელია ღეზიზი
- [22] ზელიჰას
- [23] ეგვიპტის მიწაზე