დრო:

ჯუზი 12 · გვერდი 239 · Yusuf

სურა იუსუფი — აიათი 36

ყურანი ქართულ თარგმანში — samufto.ge

არაბული

وَدَخَلَ مَعَهُ ٱلسِّجۡنَ فَتَيَانِۖ قَالَ أَحَدُهُمَآ إِنِّيٓ أَرَىٰنِيٓ أَعۡصِرُ خَمۡرٗاۖ وَقَالَ ٱلۡأٓخَرُ إِنِّيٓ أَرَىٰنِيٓ أَحۡمِلُ فَوۡقَ رَأۡسِي خُبۡزٗا تَأۡكُلُ ٱلطَّيۡرُ مِنۡهُۖ نَبِّئۡنَا بِتَأۡوِيلِهِۦٓۖ إِنَّا نَرَىٰكَ مِنَ ٱلۡمُحۡسِنِينَ

ქართული თარგმანი

და შევიდა მასთან ერთად დილეგში ორი ჭაბუკი[49]. თქვა მათგან ერთ-ერთმა[50]: „უეჭველად, მე ჩემი თავი დავინახე, რომ ყურძენს ვწურავდი.“ და თქვა მეორემ[51]: „უეჭველად, მე ჩემი თავი დავინახე, რომ თავით პური მიმქონდა და ჩიტები ჭამდნენ მისგან. გვამცნე ამის ახსნა ჩვენ, რამეთუ, უეჭველად, ჩვენ დავინახეთ, რომ შენ კეთილთაგანი ხარ.“

შენიშვნები

  1. [49] ესენი იყვნენ ეგვიპტის მეფის მონები: ერთი მეფის მეღვინე, მეორე კი - მზარეული. მათი დანაშაული კი ის იყო, რომ ხელმწიფისთვის ამბოხის მოწყობას აბრალებდნენ. როცა გაიგეს, რომ იუსუფი სიზმრებს ხსნიდა, მიმართეს მას სიზმრების ასახსნელად
  2. [50] მეღვინემ
  3. [51] მზარეულმა
სურა იუსუფი — აიათი 36 | ყურანი ქართულად