დრო:

ჯუზი 13 · გვერდი 242 · Yusuf

სურა იუსუფი — აიათი 58

ყურანი ქართულ თარგმანში — samufto.ge

არაბული

وَجَآءَ إِخۡوَةُ يُوسُفَ فَدَخَلُواْ عَلَيۡهِ فَعَرَفَهُمۡ وَهُمۡ لَهُۥ مُنكِرُونَ

ქართული თარგმანი

და იუსუფის ძმები მოვიდნენ[80]და წარსდგნენ მის წინაშე. მაშინვე იცნო ისინი, ხოლო მათ ვერ იცნეს იგი[81].

შენიშვნები

  1. [80] ბუნიამინის გამოკლებით, რადგანაც შეიტყვეს, რომ ეგვიპტის სახელმწიფოში ისინი სურსათ-სანოვაგეს შეიძენდნენ
  2. [81] როგორც ახსნა სიზმარი იუსუფმა, ისე განვითარდა მოვლენები.რა თქმა უნდა, წინა შვიდ წელიწადს მოსავალი თავთავებითურთ შეინახეს. ხოლო როდესაც დადგა გვალვის წლები( ეს ეგვიპტის ყველა მეზობელ ქვეყანას დაატყდა თავს), იქვე მეზობელ ქვეყანაში მცხოვრები იუსუფის მამის ოჯახიდან ათი ძმა ჩავიდა ეგვიპტეში სარჩო-სანოვაგის საყიდლად ისე, როგორც სხვა ქვეყნიდან ჩადიოდნენ. აი, ამ გარემოებამ ხელი შეუწყო იუსუფის ძმებისა და იუსუფის შეხვედრას. რა თქმა უნდა, მათ ვერ იცნეს იუსუფი, ვინაიდან, დაახლოებით 21 წელი იყო გასული და იუსუფი გარეგნულად საკმაოდ გამოცვლილი იყო. იუსუფმა ჰკითხა: თქვენ საიდან ხართო? მიუგეს: ჩვენ ქანაანიდან ვართ, იაღყუბის, ალლაჰის შუამავლის შვილებიო. კიდევ შეეკითხა: რამდენი ძმა ხართ? მიუგეს: ჩვენ 12 ძმა ვიყავით, ერთი გარდაიცვალა, ერთი კი, სულ პატარა, მამაჩვენთან დარჩაო.
სურა იუსუფი — აიათი 58 | ყურანი ქართულად