არაბული
۞قَالُوٓاْ إِن يَسۡرِقۡ فَقَدۡ سَرَقَ أَخٞ لَّهُۥ مِن قَبۡلُۚ فَأَسَرَّهَا يُوسُفُ فِي نَفۡسِهِۦ وَلَمۡ يُبۡدِهَا لَهُمۡۚ قَالَ أَنتُمۡ شَرّٞ مَّكَانٗاۖ وَٱللَّهُ أَعۡلَمُ بِمَا تَصِفُونَ
ქართული თარგმანი
მათ თქვეს: თუ ამან მოიპარა, მისმა ძმამაც მოიპარა უწინ[101].“ მაგრამ ეს იუსუფმა გულში ჩაიდო და არ გაუმხილა იგი მათ. თქვა: მით უარესია თქვენი მდგომარეობა[102]და ალლაჰი უწყის, რასაც ამბობთ“.
შენიშვნები
- [101] გადმოცემის თანახმად: იუსუფი თავის ყველაზე უფროს მამიდასთან, ისჰაყის ქალიშვილთან და იაღყუბის დასთან იმყოფებოდა. იაღყუბს მოენატრა იუსუფი და წავიდა მის წამოსაყვანად, მაგრამ მამიდას ძალიან უყვარდა იუსუფი და მისი გატანება არ უნდოდა. ჩუმად მამისგან დანატოვარი სარტყელი პერანგის შიგნით შემოახვია იუსუფს და როდესაც დამშვიდობებას აპირებდნენ იუსუფი და იაღყუბი, გამოაცხადეს, რომ სარტყელი იყო დაკარგული, რომელიც იუსუფს აღმოაჩნდა. ასეთნაირად შეძლო მამიდამ იუსუფი კიდევ ერთი წლით მასთან დაეტოვებინა. სწორედ, აი ამას აბრალებდნენ თავისი ძმები იუსუფს, როცა თქვეს: „უწინ მაგისმა ძმამაც მოიპარაო“
- [102] ვინაიდან, მე და ჩემ ძმას არაფერი მოგვიპარია, ხოლო თქვენ თქვენი ძმა მოიტაცეთ საკუთარი მამისგან და ჭაში ჩააგდეთ