დრო:

ჯუზი 13 · გვერდი 246 · Yusuf

სურა იუსუფი — აიათი 93

ყურანი ქართულ თარგმანში — samufto.ge

არაბული

ٱذۡهَبُواْ بِقَمِيصِي هَٰذَا فَأَلۡقُوهُ عَلَىٰ وَجۡهِ أَبِي يَأۡتِ بَصِيرٗا وَأۡتُونِي بِأَهۡلِكُمۡ أَجۡمَعِينَ

ქართული თარგმანი

წაიღეთ ეს ჩემი პერანგი[120]და გადააფარეთ მამაჩემს სახეზე. მხედველობა დაუბრუნდება. და მთელი ოჯახით ჩემთან დაბრუნდით“.

შენიშვნები

  1. [120] ამ პერანგის თაობაზე მრავალი გადმოცემა არსებობს. 1. ეს პერანგი ჯებრაილის მეშვეობით სამოთხიდან იყო გამოტანილი, რომელიც იბრაჰიმს ეცვა, როცა ცეცხლში მოისროლა ნემრუდმა. იუსუფმა ამ პერანგის ზებუნებრივი ძალა იცოდა, ამიტომაც მისი წაღება დაავალა ძმებს; 2. იგი იუსუფს სასწაულად მიეცა და ჯებრაილმა მას ზეშთააგონა, რომ იგი, პერანგი, გადაეფარებინათ მამის სახეზე და მას თვალები გაუმრთელდებოდა; 3. იუსუფმა გაიგო, რომ მამამისს თვალები დარდის გამო დაუბრმავდა, ამიტომაც გადაწყვიტა მისი პერანგის გატანება, სიხარულისგან თვალებში სინათლე მოუვაო. ეს ან თავისით მოიფიქრა ან ჯებრაილმა ზეშთააგონა
სურა იუსუფი — აიათი 93 | ყურანი ქართულად