დრო:

ჯუზი 13 · გვერდი 251 · Ar-Ra'd

სურა რაღდი — აიათი 17

ყურანი ქართულ თარგმანში — samufto.ge

არაბული

أَنزَلَ مِنَ ٱلسَّمَآءِ مَآءٗ فَسَالَتۡ أَوۡدِيَةُۢ بِقَدَرِهَا فَٱحۡتَمَلَ ٱلسَّيۡلُ زَبَدٗا رَّابِيٗاۖ وَمِمَّا يُوقِدُونَ عَلَيۡهِ فِي ٱلنَّارِ ٱبۡتِغَآءَ حِلۡيَةٍ أَوۡ مَتَٰعٖ زَبَدٞ مِّثۡلُهُۥۚ كَذَٰلِكَ يَضۡرِبُ ٱللَّهُ ٱلۡحَقَّ وَٱلۡبَٰطِلَۚ فَأَمَّا ٱلزَّبَدُ فَيَذۡهَبُ جُفَآءٗۖ وَأَمَّا مَا يَنفَعُ ٱلنَّاسَ فَيَمۡكُثُ فِي ٱلۡأَرۡضِۚ كَذَٰلِكَ يَضۡرِبُ ٱللَّهُ ٱلۡأَمۡثَالَ

ქართული თარგმანი

გარდმოავლინა[35]ზეციდან წყალი[36], ასრეთ გადმოიღვარა მდინარეები თავისივე განსაზღვრული ზომიერებიდან, და წაიღო ნიაღვარმა ზემოდან მოცმული ქაფი. და რასაც, საჭიროებისამებრ, ადნობენ ცეცხლზე[37], სამკაულის ან ჭურჭლის გასაკეთებლად, მსგავსია მისი[38]. აი, ასე მოჰყავს ალლაჰს ჭეშმარიტისა და ფუჭის მაგალითი. თუმცაღა ქაფი გაქარწყლდება და გაიფანტება, ხოლო რასაც სარგებელი მოაქვს ადამიანისთვის[39], ასეთნაირად რჩება დედამიწაზე. აი, ასე განმარტავს ალლაჰი იგავებს.

შენიშვნები

  1. [35] უზენაესმა ალლაჰმა
  2. [36] წვიმა
  3. [37] სასარგებლო წიაღისეულთაგანი ოქრო, ვერცხლი, რკინა და ა. შ.
  4. [38] მსგავსია წყლის ქაფისა, და იგი, წყლის ქაფი სიბინძურეა, რომელიც წყლის ზემოდან ამოდის და იკარგება. ასეთივეა იმ ნივთიერებებზე მოცმული ქაფი, რომელიც გადადნობისას იკარგება
  5. [39] წყალი და წიაღისეული
სურა რაღდი — აიათი 17 | ყურანი ქართულად