არაბული
لِلَّذِينَ ٱسۡتَجَابُواْ لِرَبِّهِمُ ٱلۡحُسۡنَىٰۚ وَٱلَّذِينَ لَمۡ يَسۡتَجِيبُواْ لَهُۥ لَوۡ أَنَّ لَهُم مَّا فِي ٱلۡأَرۡضِ جَمِيعٗا وَمِثۡلَهُۥ مَعَهُۥ لَٱفۡتَدَوۡاْ بِهِۦٓۚ أُوْلَـٰٓئِكَ لَهُمۡ سُوٓءُ ٱلۡحِسَابِ وَمَأۡوَىٰهُمۡ جَهَنَّمُۖ وَبِئۡسَ ٱلۡمِهَادُ
ქართული თარგმანი
მათთვისაა სიკეთე[40], რომელთაც ყური უგდეს თავიანთი ღმერთის ბრძანებებს[41]. ხოლო რომელთაც სასმენელი არ მიაპყრეს მას[42], რომ მათი ყოფილიყო ყველაფერი, რაც დედამიწაზეა ან კიდევ ერთი იმდენიც, რომელსაც, უეჭველად, გამოსასყიდად გაიღებდნენ[43], აი მათთვისაა ავი ანგარიშგება და მათი თავშესაფარი ჯოჯოხეთია; და რა საშინელი სარეცელია!
შენიშვნები
- [40] სამოთხე
- [41] და ჰმორჩილეს მას
- [42] ესენი არიან ურწმუნონი, რომელთაც ალლაჰის ბრძანებებს ყური არ მიუგდეს
- [43] რათა თავი დაეხსნათ ტანჯვისგან