არაბული
وَلَوۡ أَنَّ قُرۡءَانٗا سُيِّرَتۡ بِهِ ٱلۡجِبَالُ أَوۡ قُطِّعَتۡ بِهِ ٱلۡأَرۡضُ أَوۡ كُلِّمَ بِهِ ٱلۡمَوۡتَىٰۗ بَل لِّلَّهِ ٱلۡأَمۡرُ جَمِيعًاۗ أَفَلَمۡ يَاْيۡـَٔسِ ٱلَّذِينَ ءَامَنُوٓاْ أَن لَّوۡ يَشَآءُ ٱللَّهُ لَهَدَى ٱلنَّاسَ جَمِيعٗاۗ وَلَا يَزَالُ ٱلَّذِينَ كَفَرُواْ تُصِيبُهُم بِمَا صَنَعُواْ قَارِعَةٌ أَوۡ تَحُلُّ قَرِيبٗا مِّن دَارِهِمۡ حَتَّىٰ يَأۡتِيَ وَعۡدُ ٱللَّهِۚ إِنَّ ٱللَّهَ لَا يُخۡلِفُ ٱلۡمِيعَادَ
ქართული თარგმანი
და აი, ასეთი ყურანიც რომ ყოფილიყო, გადაადგილებულიყო მისით მთები, ან მისით გაპობილიყო მიწა, ანდა მისით მკვდრებს მეტყველება დაეწყოთ[54]; მაგრამ ყოველი საქმე ალლაჰს ეკუთვნის. ნუთუ ჯერ კიდე ვერ შეიგნეს, რომელთაც ირწმუნეს, ალლაჰს რომ ენება, უთუოდ, ყველა ადამიანს ჭეშმარიტ გზაზე დაადგენდა. და ვერ აიცილებენ, რომელთაც უარყვეს, უბედურებას დაატეხავს მათი ნამოქმედარის გამო, და მათივე სახლ-კარის ახლომახლო ჩამოწვება მანამ, ვიდრე არ აღსრულდება ალლაჰის აღთქმა. უეჭველად, ალლაჰი არ შეცვლის აღთქმას!
შენიშვნები
- [54] მაინც არ ირწმუნებდნენ