არაბული
أَوَلَمۡ يَرَوۡاْ أَنَّا نَأۡتِي ٱلۡأَرۡضَ نَنقُصُهَا مِنۡ أَطۡرَافِهَاۚ وَٱللَّهُ يَحۡكُمُ لَا مُعَقِّبَ لِحُكۡمِهِۦۚ وَهُوَ سَرِيعُ ٱلۡحِسَابِ
ქართული თარგმანი
ნუთუ ვერ ხედავენ, როგორ მოვდივართ[65]მიწაზე და მას[66]ვამცირებთ კიდეებიდან[67]? ალლაჰი განსჯის და ვერც ვერავინ აღუდგება მის განსჯას. და იგი ფიცხი ანგარიშმგებია!
შენიშვნები
- [65] როგორ მოევლინება ჩვენი ძალაუფლება
- [66] დედამიწას
- [67] სხვადასხვანაირი შეხედულება არსებობს. 1. ეს არის მუსლიმების გამარჯვება და მიწების აღება, ამას ეთახმება ტაბერი და იბნი ქესირი. 2. ეს არის დედამიწაზე არსებული ნივთებისა და ადამიანების აღგვა. 3. იმ მიდამოების განადგურება, სადაც ადამიანები ცხოვრობდნენ.