დრო:

ჯუზი 13 · გვერდი 256 · Ibrahim

სურა იბრაჰიმი — აიათი 10

ყურანი ქართულ თარგმანში — samufto.ge

არაბული

۞قَالَتۡ رُسُلُهُمۡ أَفِي ٱللَّهِ شَكّٞ فَاطِرِ ٱلسَّمَٰوَٰتِ وَٱلۡأَرۡضِۖ يَدۡعُوكُمۡ لِيَغۡفِرَ لَكُم مِّن ذُنُوبِكُمۡ وَيُؤَخِّرَكُمۡ إِلَىٰٓ أَجَلٖ مُّسَمّٗىۚ قَالُوٓاْ إِنۡ أَنتُمۡ إِلَّا بَشَرٞ مِّثۡلُنَا تُرِيدُونَ أَن تَصُدُّونَا عَمَّا كَانَ يَعۡبُدُ ءَابَآؤُنَا فَأۡتُونَا بِسُلۡطَٰنٖ مُّبِينٖ

ქართული თარგმანი

მათმა შუამავლებმა უთხრეს: „ნუთუ ეჭვი გეპარებათ ცათა და დედამიწის გამჩენ ალლაჰში? გიხმობს თქვენ, რათა მოგიტევოს, შეცოდებანი თქვენი[8]და გადაგივადოს დათქმულ დრომდე[9].“ უპასუხეს: „თქვენ მხოლოდ ადამიანები ხართ ჩვენნაირი. თქვენი წადილია, რომ ჩამოგვაცილოთ იმას, რასაც ჩვენი მამები თაყვანს სცემდნენ. მაშ, წარმოგვიდგინეთ ჩვენ ცხადი მტკიცებანი!“

შენიშვნები

  1. [8] ისლამი წინანდელ ცოდვებს მიუტევებს და, როცა ადამიანი გამუსლიმდება, ისლამში შემოვა როგორც ახალშობილი, რომელსაც არანაირი ცოდვა არ აწევს
  2. [9] აღსასრულამდე
სურა იბრაჰიმი — აიათი 10 | ყურანი ქართულად