დრო:

ჯუზი 1 · გვერდი 16 · Al-Baqara

სურა ბაყარა — აიათი 102

ყურანი ქართულ თარგმანში — samufto.ge

არაბული

وَٱتَّبَعُواْ مَا تَتۡلُواْ ٱلشَّيَٰطِينُ عَلَىٰ مُلۡكِ سُلَيۡمَٰنَۖ وَمَا كَفَرَ سُلَيۡمَٰنُ وَلَٰكِنَّ ٱلشَّيَٰطِينَ كَفَرُواْ يُعَلِّمُونَ ٱلنَّاسَ ٱلسِّحۡرَ وَمَآ أُنزِلَ عَلَى ٱلۡمَلَكَيۡنِ بِبَابِلَ هَٰرُوتَ وَمَٰرُوتَۚ وَمَا يُعَلِّمَانِ مِنۡ أَحَدٍ حَتَّىٰ يَقُولَآ إِنَّمَا نَحۡنُ فِتۡنَةٞ فَلَا تَكۡفُرۡۖ فَيَتَعَلَّمُونَ مِنۡهُمَا مَا يُفَرِّقُونَ بِهِۦ بَيۡنَ ٱلۡمَرۡءِ وَزَوۡجِهِۦۚ وَمَا هُم بِضَآرِّينَ بِهِۦ مِنۡ أَحَدٍ إِلَّا بِإِذۡنِ ٱللَّهِۚ وَيَتَعَلَّمُونَ مَا يَضُرُّهُمۡ وَلَا يَنفَعُهُمۡۚ وَلَقَدۡ عَلِمُواْ لَمَنِ ٱشۡتَرَىٰهُ مَا لَهُۥ فِي ٱلۡأٓخِرَةِ مِنۡ خَلَٰقٖۚ وَلَبِئۡسَ مَا شَرَوۡاْ بِهِۦٓ أَنفُسَهُمۡۚ لَوۡ كَانُواْ يَعۡلَمُونَ

ქართული თარგმანი

და გაჰყვნენ ისინი იმას, რასაც ეშმაკები ჩააგონებდნენ სულეიმანის[38]სამეფოს წინააღმდეგ. სულეიმანი ურწმუნო არ ყოფილა, მაგრამ ეშმაკები იყვნენ ურჯულონი. ასწავლიდნენ ხალხს ჯადოსნობას და იმას, რაც ზემოევლინა ორივე ანგელოზს ბაბილონში, ჰარუთსა და მარუთს. მაგრამ ეს ორი ისე არ ასწავლიდა ხალხს, თუ არ ეტყოდნენ: ჩვენ ვართ ცდუნება (გამოცდა თქვენთვის), (ჯადოსნობის შესწავლით) არ იქმნათ ურწმუნონი! და სწავლობდნენ (ადამიანები) მათგან როგორ გაეყარათ ერთმანეთისგან ცოლ-ქმარი, მაგრამ ამით (ჯადოსნობით) ზიანს ვერავის მიაყენებდნენ, თუ არა ალლაჰის ნება. და სწავლობდნენ იმას, რაც ავნებდა და არ გამოადგებოდა მათ; იცოდნენ ისიც, რომ ვინც ამას ასწავლის, წილი არ ექნება სასუფეველში. და რა ცუდია ის, რაზეც თავიანთი სული გაყიდეს, ნეტავ სცოდნოდათ!...

შენიშვნები

  1. [38] შუამავალი სოლომონი
სურა ბაყარა — აიათი 102 | ყურანი ქართულად