არაბული
يَـٰٓأَيُّهَا ٱلَّذِينَ ءَامَنُواْ كُتِبَ عَلَيۡكُمُ ٱلۡقِصَاصُ فِي ٱلۡقَتۡلَىۖ ٱلۡحُرُّ بِٱلۡحُرِّ وَٱلۡعَبۡدُ بِٱلۡعَبۡدِ وَٱلۡأُنثَىٰ بِٱلۡأُنثَىٰۚ فَمَنۡ عُفِيَ لَهُۥ مِنۡ أَخِيهِ شَيۡءٞ فَٱتِّبَاعُۢ بِٱلۡمَعۡرُوفِ وَأَدَآءٌ إِلَيۡهِ بِإِحۡسَٰنٖۗ ذَٰلِكَ تَخۡفِيفٞ مِّن رَّبِّكُمۡ وَرَحۡمَةٞۗ فَمَنِ ٱعۡتَدَىٰ بَعۡدَ ذَٰلِكَ فَلَهُۥ عَذَابٌ أَلِيمٞ
ქართული თარგმანი
ჰეი თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! სავალდებულო გახდა თქვენდა სამაგიეროს გადახდა მოკლულთათვის (ყისასი[65]). თავისუფალი თავისუფალის წილ, და მონა მონის წილ, და ქალი ქალის წილ. ხოლო ვისაც ეპატიოს რამე თავის (მოკლულის) ძმისაგან (ახლობლებისგან), წესისამებრ უნდა მოიქცეს იგი და აუნაზღაუროს კეთილად (გადაიხადოს დიეტი[66]). ესაა შეღავათი თქვენი ღმერთისგან და წყალობა; და ვინც ზღვარს გადავიდეს[67], ამის მერე მწარე სასჯელი მიეზღოს მას!
შენიშვნები
- [65] განზრახ მკვლელობის შემთხვევაში მკვლელიც იგივე სასჯელით უნდა დაისაჯოს
- [66] დიეტი: მოკლულისა და დაჭრილის ნათესავებისთვის გადასახდელი სისხლის საფასური: 1. თუკი შემთხვევით მოხდა მკვლელობა, მკვლელი უხდის მოკლულის ოჯახს; 2. თუკი განზრახ მოხდა მკვლელობა და მოკლულის ნათესავებმა მიუტევეს, ამ შემთხვევაში იხდის მკვლელი დიეტს (სისხლის საფასურს)
- [67] თუკი დაზარალებულის ოჯახი აპატიებს და დიეტის გადახდის მერე შურს მაინც იძიებს.