არაბული
يَسۡـَٔلُونَكَ عَنِ ٱلشَّهۡرِ ٱلۡحَرَامِ قِتَالٖ فِيهِۖ قُلۡ قِتَالٞ فِيهِ كَبِيرٞۚ وَصَدٌّ عَن سَبِيلِ ٱللَّهِ وَكُفۡرُۢ بِهِۦ وَٱلۡمَسۡجِدِ ٱلۡحَرَامِ وَإِخۡرَاجُ أَهۡلِهِۦ مِنۡهُ أَكۡبَرُ عِندَ ٱللَّهِۚ وَٱلۡفِتۡنَةُ أَكۡبَرُ مِنَ ٱلۡقَتۡلِۗ وَلَا يَزَالُونَ يُقَٰتِلُونَكُمۡ حَتَّىٰ يَرُدُّوكُمۡ عَن دِينِكُمۡ إِنِ ٱسۡتَطَٰعُواْۚ وَمَن يَرۡتَدِدۡ مِنكُمۡ عَن دِينِهِۦ فَيَمُتۡ وَهُوَ كَافِرٞ فَأُوْلَـٰٓئِكَ حَبِطَتۡ أَعۡمَٰلُهُمۡ فِي ٱلدُّنۡيَا وَٱلۡأٓخِرَةِۖ وَأُوْلَـٰٓئِكَ أَصۡحَٰبُ ٱلنَّارِۖ هُمۡ فِيهَا خَٰلِدُونَ
ქართული თარგმანი
გეკითხებიან ისინი აკრძალულ თვეში ომის შესახებ, უპასუხე: ბრძოლა აკრძალულ თვეში დიდი ცოდვაა, ალლაჰის გზიდან გადახვევაა, ურწმუნოება მის მიმართ და მესჯიდი ჰარამის მიმართ, იქ მცხოვრებთა განდევნა კიდევ უფრო დიდი ცოდვაა ალლაჰის წინაშე, რამეთუ საცდური უარესია, ვიდრე კვლა! ხოლო ისინი არ შეწყვეტენ თქვენთან ბრძოლას, სანამ არ გადაგიყვანებენ თქვენი რწმენიდან, თუკი შეძლებენ ამას. და თუ რომელიმე თქვენგანი განეშორება თავის სარწმუნოებას და მოკვდება ურწმუნოდ, ასეთებს ამაოებად ექცევათ ამქვეყნიური და იმქვეყნიური ცხოვრება; აი, ცეცხლის ბინადარნი, ისინი იქ სამუდამოდ დარჩებიან.