დრო:

ჯუზი 2 · გვერდი 37 · Al-Baqara

სურა ბაყარა — აიათი 231

ყურანი ქართულ თარგმანში — samufto.ge

არაბული

وَإِذَا طَلَّقۡتُمُ ٱلنِّسَآءَ فَبَلَغۡنَ أَجَلَهُنَّ فَأَمۡسِكُوهُنَّ بِمَعۡرُوفٍ أَوۡ سَرِّحُوهُنَّ بِمَعۡرُوفٖۚ وَلَا تُمۡسِكُوهُنَّ ضِرَارٗا لِّتَعۡتَدُواْۚ وَمَن يَفۡعَلۡ ذَٰلِكَ فَقَدۡ ظَلَمَ نَفۡسَهُۥۚ وَلَا تَتَّخِذُوٓاْ ءَايَٰتِ ٱللَّهِ هُزُوٗاۚ وَٱذۡكُرُواْ نِعۡمَتَ ٱللَّهِ عَلَيۡكُمۡ وَمَآ أَنزَلَ عَلَيۡكُم مِّنَ ٱلۡكِتَٰبِ وَٱلۡحِكۡمَةِ يَعِظُكُم بِهِۦۚ وَٱتَّقُواْ ٱللَّهَ وَٱعۡلَمُوٓاْ أَنَّ ٱللَّهَ بِكُلِّ شَيۡءٍ عَلِيمٞ

ქართული თარგმანი

და თუ გაეყარეთ ცოლებს, რომელთაც დაასრულეს თავიანთი ვადა[79], ან დაიტოვეთ ისინი წესისამებრ ან გაუშვით წესისამებრ; და არ დატოვოთ ძალით, არ დაჩაგროთ. ხოლო თუ ვინმე ასე მოიქცევა, ის საკუთარ თავს მოექცევა უსამართლოდ. ნუ ეხუმრებით ალლაჰის აიათებს, გახსოვდეთ ალლაჰის წყალობა თქვენდამი და ის, რაც მან მოგივლინათ წიგნიდან და სიბრძნიდან, რათა შეეგონებინეთ თქვენ მათი მეშვეობით; გეშინოდეთ ალლაჰისა, და იცოდეთ, რომ ალლაჰი ყოვლისმცოდნეა.

შენიშვნები

  1. [79] სამი თვე, რომელსაც იცდის განქორწინებული ქალი
სურა ბაყარა — აიათი 231 | ყურანი ქართულად