არაბული
وَقَالَ لَهُمۡ نَبِيُّهُمۡ إِنَّ ءَايَةَ مُلۡكِهِۦٓ أَن يَأۡتِيَكُمُ ٱلتَّابُوتُ فِيهِ سَكِينَةٞ مِّن رَّبِّكُمۡ وَبَقِيَّةٞ مِّمَّا تَرَكَ ءَالُ مُوسَىٰ وَءَالُ هَٰرُونَ تَحۡمِلُهُ ٱلۡمَلَـٰٓئِكَةُۚ إِنَّ فِي ذَٰلِكَ لَأٓيَةٗ لَّكُمۡ إِن كُنتُم مُّؤۡمِنِينَ
ქართული თარგმანი
და უთხრა მათ შუამავალმა მათმა: უეჭველად, მისი ხელმწიფების ნიშანი ის არის, რომ მოვა თქვენთან ზანდუკი[85], რომელშიც იქნება სიმშვიდე და უსაფრთხოება თქვენი ღმერთისგან და დარჩენილი[86]მათი, რაც მუსას ოჯახიდან დარჩა და ასევე ჰარუნის ოჯახიდან. ანგელოზები მოატარებენ მას (ხის ზანდუკს). უეჭველად, ამაშია სასწაული თქვენთვის, თუკი ხართ მორწმუნენი!
შენიშვნები
- [85] თორას ზანდუკი, გადმოცემის თანახმად, ამ სკივრმა წმინდა ადამიდან მუსამდე მოაღწია
- [86] მუსას ჯოხი და თორადან წერილები (ფურცლები). ასევე ჰარუნის ჯოხი და ჩალმა, რომელსაც წმინდა მუსა ომის დროს თან დაატარებდა, მაგრამ როდესაც ჯალუთთან ომში დამარცხდნენ ისრაილის შვილნი, ჯალუთმა თან წაიღო სკივრი, მასში ცუდი რაღაცაები ჩაყარა, რის გამოც თავს უბედურება დაატყდათ, სკივრი ქალაქგარეთ გაიტანეს, უზენაესმა ალლაჰმა იგი ოთხი ანგელოზის მეშვეობით ტალუთის სახელმწიფოში მიატანინა და ჰქმნა ტალუთის ხელმწიფობის ნიშნად