დრო:

ჯუზი 3 · გვერდი 43 · Al-Baqara

სურა ბაყარა — აიათი 258

ყურანი ქართულ თარგმანში — samufto.ge

არაბული

أَلَمۡ تَرَ إِلَى ٱلَّذِي حَآجَّ إِبۡرَٰهِـۧمَ فِي رَبِّهِۦٓ أَنۡ ءَاتَىٰهُ ٱللَّهُ ٱلۡمُلۡكَ إِذۡ قَالَ إِبۡرَٰهِـۧمُ رَبِّيَ ٱلَّذِي يُحۡيِۦ وَيُمِيتُ قَالَ أَنَا۠ أُحۡيِۦ وَأُمِيتُۖ قَالَ إِبۡرَٰهِـۧمُ فَإِنَّ ٱللَّهَ يَأۡتِي بِٱلشَّمۡسِ مِنَ ٱلۡمَشۡرِقِ فَأۡتِ بِهَا مِنَ ٱلۡمَغۡرِبِ فَبُهِتَ ٱلَّذِي كَفَرَۗ وَٱللَّهُ لَا يَهۡدِي ٱلۡقَوۡمَ ٱلظَّـٰلِمِينَ

ქართული თარგმანი

განა არ გინახავს, ვინც იბრაჰიმს ედავებოდა მისი ღმერთის გამო, რომელმაც მას (ნემრუდს) ხელმწიფება უბოძა? აი, უთხრა იბრაჰიმმა: ჩემი ღმერთი ისაა, რომელიც აცოცხლებს და აკვდინებს! თქვა (ნემრუდმა): მეც ვაცოცხლებ და ვკლავ! იბრაჰიმმა უთხრა: უეჭველად, ალლაჰს მზე აღმოსავლეთიდან ამოჰყავს, მაშ, შენ დასავლეთიდან ამოიყვანე! მაშინ, გაოგნდა (ენა ჩაუვარდა), რომელმაც უარყო. და არ დაადგენს ალლაჰი ჭეშმარიტ გზაზე უსამართლო ხალხს!
სურა ბაყარა — აიათი 258 | ყურანი ქართულად