არაბული
وَإِذۡ قَالَ مُوسَىٰ لِقَوۡمِهِۦ يَٰقَوۡمِ إِنَّكُمۡ ظَلَمۡتُمۡ أَنفُسَكُم بِٱتِّخَاذِكُمُ ٱلۡعِجۡلَ فَتُوبُوٓاْ إِلَىٰ بَارِئِكُمۡ فَٱقۡتُلُوٓاْ أَنفُسَكُمۡ ذَٰلِكُمۡ خَيۡرٞ لَّكُمۡ عِندَ بَارِئِكُمۡ فَتَابَ عَلَيۡكُمۡۚ إِنَّهُۥ هُوَ ٱلتَّوَّابُ ٱلرَّحِيمُ
ქართული თარგმანი
აკი, მუსამ მიმართა თავის ხალხს: ხალხო ჩემო! თქვენ თვითონ მოექეცით თქვენს თავს უსამართლოდ, ხბო გაიღმერთეთ. ამიტომ უმალვე მოინანიეთ თქვენი გამჩენის წინაშე და ამის გამო (ამ ჩადენილი დანაშაულის გამო) თავი მოიკალით[20]. თქვენთვისვე ჯობია ასე, თქვენი გამჩენის წინაშე. მან მოგიტევათ თქვენ. სწორედ, რომ იგია შემნდობელი, მწყალობელი!
შენიშვნები
- [20] ისრაილის შვილთა შარიათის მიხედვით, ვინც რწმენიდან გადავიდოდა, თავი უნდა მოეკლა და ამგვარად შეძლებდა მონანიებას. აქედან გამომდინარე, მუსას ბრძანებას დაემორჩილა სამი ათასი კაცი და თავი მოიკლეს, რომელიც თორაში არის დაწერილი, ხოლო ისლამის თანახმად, მათი რიცხვი ათი ათასს აღემატებოდა