დრო:

ჯუზი 16 · გვერდი 318 · Taa-Haa

სურა ტაჰა — აიათი 97

ყურანი ქართულ თარგმანში — samufto.ge

არაბული

قَالَ فَٱذۡهَبۡ فَإِنَّ لَكَ فِي ٱلۡحَيَوٰةِ أَن تَقُولَ لَا مِسَاسَۖ وَإِنَّ لَكَ مَوۡعِدٗا لَّن تُخۡلَفَهُۥۖ وَٱنظُرۡ إِلَىٰٓ إِلَٰهِكَ ٱلَّذِي ظَلۡتَ عَلَيۡهِ عَاكِفٗاۖ لَّنُحَرِّقَنَّهُۥ ثُمَّ لَنَنسِفَنَّهُۥ فِي ٱلۡيَمِّ نَسۡفًا

ქართული თარგმანი

უთხრა[78]: „მაშ, გამეცალე! უეჭველად, შენ სიცოცხლის მანძილზე მხოლოდ ის გექნება სათქმელი[79]: „არ მომეკაროთ!“ და უეჭველად, შენთვისაა აღთქმა[80], რომელსაც ვერ გაექცევი. და გაიხედე შენი ღვთაებისკენ, რომელზეც მიჯაჭვული იყავი. უთუოდ, ჩვენ დავწვავთ მას. მერე უთუოდ მას ვაქცევთ ფერფლად და ზღვაში მოვისვრით[81]!

შენიშვნები

  1. [78] მუსამ სამირს და მის თანამოაზრეებს
  2. [79] იმათთვის, ვისაც დაინახავ
  3. [80] შენი სასჯელისა
  4. [81] შუამავალი მუსა სწორედ ასე მოიქცა, ის ქანდაკება დაამტვრია, დაწვა და ფერფლი ზღვაში მოისროლა
სურა ტაჰა — აიათი 97 | ყურანი ქართულად