არაბული
أَوَلَمۡ يَرَ ٱلَّذِينَ كَفَرُوٓاْ أَنَّ ٱلسَّمَٰوَٰتِ وَٱلۡأَرۡضَ كَانَتَا رَتۡقٗا فَفَتَقۡنَٰهُمَاۖ وَجَعَلۡنَا مِنَ ٱلۡمَآءِ كُلَّ شَيۡءٍ حَيٍّۚ أَفَلَا يُؤۡمِنُونَ
ქართული თარგმანი
ნუთუ ვერ დაინახეს, რომელთაც უარყვეს[23], რომ ცანი და მიწა ერთიანი იყო, შემდეგ ჩვენ ერთმანეთისგან გავყავით[24], და გავაჩინეთ ყველა სულიერი წყლიდან. ნუთუ მაინც არ ირწმუნებენ?
შენიშვნები
- [23] ურწმუნოებმა
- [24] ჰაერით განვაცალკევეთ. გადმოცემის თანახმად, თავდაპირველად ცა ერთიანი იყო. მერე კი ალლაჰის განგებით, იგი შვიდ სართულად გაიყო. ასევე მიწაც ერთიანი იყო. მერე შვიდ სართულად გაიყო. სწორედ ესენია პირველი კატეგორიის მტკიცებულებები უზენაესი ალლაჰის ძალაუფლებისა