არაბული
وَدَاوُۥدَ وَسُلَيۡمَٰنَ إِذۡ يَحۡكُمَانِ فِي ٱلۡحَرۡثِ إِذۡ نَفَشَتۡ فِيهِ غَنَمُ ٱلۡقَوۡمِ وَكُنَّا لِحُكۡمِهِمۡ شَٰهِدِينَ
ქართული თარგმანი
და[65]დავუდი და სულეიმანი, აკი, გადაწყვეტილება უნდა მიეღოთ ყანის თაობაზე, როცა ღამით შეიჭრა მასში სხვისი ცხვრის ფარა. და ჩვენ ვიყავით მოწმენი მათი სამსჯავროსი[66].
შენიშვნები
- [65] გაიხსენე
- [66] აბდულლა ბინ მესუდის გადმოცემის თანახმად: ცხვრების ფარა ვენახში შეიჭრა და ვენახი გაანადგურა. ვენახის მეპატრონემ დავუდ შუამავალთან მივიდა და ამ საკითხის განსჯა შესთხოვა. დავუდ შუამავალმა დააკისრა ცხვრების მეპატრონეს ვენახის მეპატრონეზე ცხვრების გადაცემა, მაგრამ სულეიმან შუამავალმა დავუდ შუამავალს ეს განაჩენი დაუწუნა და უთხრა: სჯობს ვენახის პატრონს ცხვარი გადავსცეთ და ცხვრის პატრონს ვენახი. სანამ იმ მდგომარეობამდე არ მიიყვანს ვენახს, როგორიც იყო, მანამდე ისარგებლოს ვენახის პატრონმა საქონელიო