არაბული
وَمِنَ ٱلشَّيَٰطِينِ مَن يَغُوصُونَ لَهُۥ وَيَعۡمَلُونَ عَمَلٗا دُونَ ذَٰلِكَۖ وَكُنَّا لَهُمۡ حَٰفِظِينَ
ქართული თარგმანი
და[71]ეშმაკთაგან, რომელნიც მისთვის ყვინთავდნენ[72]და ასრულებდნენ სხვა საქმეებსაც[73]. ჩვენ ვდარაჯობდით მათ![74]
შენიშვნები
- [71] სულეიმანს მივეცით მის მბრძანებლობაში
- [72] ზღვაში და ამოჰქონდათ მისთვის ძვირფასეულობა
- [73] მშენებლობა
- [74] შუამავალი სულეიმანი შუამავალ დაუდის შვილია, რომელიც მამის გარდაცვალების შემდეგ ცამეტი წლის ასაკში ტახტზე ავიდა. შემდეგ კი შუამავლური მისია მიენიჭა. მისი სამეფო იერუსალიმში იყო. მესჯიდი აყსა შვიდი წლის მანძილზე ააგო. სულეიმან შუამავალს, როგორც შუამავლური საოცრება უზენაესი ალლაჰიდან, ჩიტების ლაპარაკის გაგება ებოძა, ასევე მისი მბრძანებლობა ჯინებზე და ქარზეც ვრცელდებოდა. მან ორმოცი წელი დაჰყო მეფედ და 53 ან 60 წლის ასაკში გარდაიცვალა, ჩვენს წელთაღრიცხვამდე 962 ან 976 წელს. ამ აიათში შუამავალ სულეიმანის ზოგიერთი საოცრებები არის მოხსენებული; ასევე სხვა აიათებშიც: სურა „საღდი“ 38/36-37-38; სურა „სებე“ 34/12