არაბული
۞وَأَيُّوبَ إِذۡ نَادَىٰ رَبَّهُۥٓ أَنِّي مَسَّنِيَ ٱلضُّرُّ وَأَنتَ أَرۡحَمُ ٱلرَّـٰحِمِينَ
ქართული თარგმანი
და[75]ეიუბი, აკი მოუხმო თავის უფალს: „უეჭველად, მე მეწია უბედურება[76]და შენ ხარ ყოვლად მოწყალე მოწყალეთა შორის!“
შენიშვნები
- [75] გაიხსენე
- [76] ეიუბ შუამავალი მდიდარი იყო, მაგრამ მას ეწია უბედურება, ქონებაც დაკარგა და შვილებიც. ასევე მას თავს დაატყდა ავადმყოფობა და იგი უზენაეს ალლაჰს მიეკედლა. ამ აიათით ნათლად ჩანს ვედრების მეთოდი. ის უზენაეს ალლაჰს ავადმყოფობისგან გათავისუფლებას კი არ სთხოვს, არამედ მისთვის რაც საუკეთესო იყო, იმას ევედრებოდა. ყოველი მუსლიმის ვერდებაც ასეთი უნდა იყოს. ეიუბ შუამავლის ვედრება უზენაესმა ალლაჰმა მიიღო და იგი გაათავისუფლა ავადმყოფობისგან. მას უბოძა ადრინდელზე მეტი ქონება და შვილები. ეიუბ შუამავალი ისლამის ლიტერატურაში მოთმინების მაგალითად მოიხსენიება