დრო:

ჯუზი 17 · გვერდი 329 · Al-Anbiyaa

სურა ენბია — აიათი 87

ყურანი ქართულ თარგმანში — samufto.ge

არაბული

وَذَا ٱلنُّونِ إِذ ذَّهَبَ مُغَٰضِبٗا فَظَنَّ أَن لَّن نَّقۡدِرَ عَلَيۡهِ فَنَادَىٰ فِي ٱلظُّلُمَٰتِ أَن لَّآ إِلَٰهَ إِلَّآ أَنتَ سُبۡحَٰنَكَ إِنِّي كُنتُ مِنَ ٱلظَّـٰلِمِينَ

ქართული თარგმანი

და[79]ზენნუნი[80]აკი, წავიდა განრისხებული[81]. იფიქრა, რომ ჩვენ ვერ ვძლევდით მას[82]. შემდეგ შეევედრა წყვდიადიდან[83]: „რომ არ არსებობს ღვთაება, გარდა შენი! დიდება შენდა! უეჭველად, მე უსამართლოთაგანი ვარ[84]!“

შენიშვნები

  1. [79] გაიხსენე
  2. [80] იუნუს შუამავალი, რომელიც თევზმა ჩაყლაპა
  3. [81] თავისი ხალხისგან, სადაც იგი შუამავლად იყო მივლინებული, მაგრამ მას წასვლაზე უზენაესი ალლაჰიდან ნებართვა არ მოვლენია. მან დიჯლეს ნაპირზე მივიდა და ერთ-ერთ სამგზავრო გემში ჩაჯდა
  4. [82] მან ჩათვალა, რომ საზღაური არ მიეზღვებოდა, როცა უნებართოდ მიატოვა შუამავლობა და წავიდა. რომელ გემშიც ჩაჯდა, იმ გემმა ვერ შეძლო მოძრაობა და გემის კაპიტანმა განაცხადა: ვიღაცა ცოდვილი ზის გემზეო. მაშინ მიხვდა იუნუს შუამავალი, რომ მან დიდი ცოდვა ჩაიდინა და ზღვაში გადახტა, ამ დროს იგი თევზმა ჩაყლაპა
  5. [83] მან თევზის მუცელში მოინანია და უზენაეს ალლაჰს მიტევება შეევედრა
  6. [84] რომ წამოვედი ჩემი ხალხისგან ნებართვის გარეშე
სურა ენბია — აიათი 87 | ყურანი ქართულად