დრო:

ჯუზი 17 · გვერდი 341 · Al-Hajj

სურა ჰაჯი — აიათი 78

ყურანი ქართულ თარგმანში — samufto.ge

არაბული

وَجَٰهِدُواْ فِي ٱللَّهِ حَقَّ جِهَادِهِۦۚ هُوَ ٱجۡتَبَىٰكُمۡ وَمَا جَعَلَ عَلَيۡكُمۡ فِي ٱلدِّينِ مِنۡ حَرَجٖۚ مِّلَّةَ أَبِيكُمۡ إِبۡرَٰهِيمَۚ هُوَ سَمَّىٰكُمُ ٱلۡمُسۡلِمِينَ مِن قَبۡلُ وَفِي هَٰذَا لِيَكُونَ ٱلرَّسُولُ شَهِيدًا عَلَيۡكُمۡ وَتَكُونُواْ شُهَدَآءَ عَلَى ٱلنَّاسِۚ فَأَقِيمُواْ ٱلصَّلَوٰةَ وَءَاتُواْ ٱلزَّكَوٰةَ وَٱعۡتَصِمُواْ بِٱللَّهِ هُوَ مَوۡلَىٰكُمۡۖ فَنِعۡمَ ٱلۡمَوۡلَىٰ وَنِعۡمَ ٱلنَّصِيرُ

ქართული თარგმანი

გაისარჯეთ ალლაჰისთვის[10]სათანადო ბრძოლით. მან აგირჩიათ და არ დაუდგენია თქვენთვის არანაირი სიძნელე სარწმუნოებაში . ეს მამათქვენის, იბრაჰიმის სარწმუნოებაა. (ალლაჰმა) გიწოდათ თქვენ მუსლიმები უწინ და აქ (ყურანში), რათა შუამავალი ყოფილიყო მოწმედ თქვენდა, თქვენ კი ყოფილიყავით მოწმედ ხალხისა. შეასრულეთ ლოცვა, გაეცით ზექათი და მტკიცედ ჩაეჭიდეთ ალლაჰს. იგია თქვენი მფარველი. რა მშვენიერი მფარველია! რა მშვენიერი შემწეა!

შენიშვნები

  1. [10] დედამიწაზე ჭეშმარიტების აღდგენისათვის
სურა ჰაჯი — აიათი 78 | ყურანი ქართულად