არაბული
۞قُلۡ أَؤُنَبِّئُكُم بِخَيۡرٖ مِّن ذَٰلِكُمۡۖ لِلَّذِينَ ٱتَّقَوۡاْ عِندَ رَبِّهِمۡ جَنَّـٰتٞ تَجۡرِي مِن تَحۡتِهَا ٱلۡأَنۡهَٰرُ خَٰلِدِينَ فِيهَا وَأَزۡوَٰجٞ مُّطَهَّرَةٞ وَرِضۡوَٰنٞ مِّنَ ٱللَّهِۗ وَٱللَّهُ بَصِيرُۢ بِٱلۡعِبَادِ
ქართული თარგმანი
უთხარი შენ (ო, შუამავალო!): გამცნოთ, რაც ამაზე უკეთესია? მაშ ასე, ვინც ღვთისმოშიშია, მათთვის თავიანთ ღმერთთან წალკოტები (სამოთხის ბაღები), სადაც ძირს ნაკადულები მოედინება, და სადაც სამუდამოდ დამკვიდრდებიან; იქ ელით უმწიკვლო მეუღლეები და (ამ ყველაფრის მიუხედავად) კმაყოფილება ალლაჰისა. უეჭველად, ალლაჰი ხედავს თავის მსახურთ.