დრო:

ჯუზი 3 · გვერდი 50 · Aal-i-Imraan

სურა ალი იმრანი — აიათი 7

ყურანი ქართულ თარგმანში — samufto.ge

არაბული

هُوَ ٱلَّذِيٓ أَنزَلَ عَلَيۡكَ ٱلۡكِتَٰبَ مِنۡهُ ءَايَٰتٞ مُّحۡكَمَٰتٌ هُنَّ أُمُّ ٱلۡكِتَٰبِ وَأُخَرُ مُتَشَٰبِهَٰتٞۖ فَأَمَّا ٱلَّذِينَ فِي قُلُوبِهِمۡ زَيۡغٞ فَيَتَّبِعُونَ مَا تَشَٰبَهَ مِنۡهُ ٱبۡتِغَآءَ ٱلۡفِتۡنَةِ وَٱبۡتِغَآءَ تَأۡوِيلِهِۦۖ وَمَا يَعۡلَمُ تَأۡوِيلَهُۥٓ إِلَّا ٱللَّهُۗ وَٱلرَّـٰسِخُونَ فِي ٱلۡعِلۡمِ يَقُولُونَ ءَامَنَّا بِهِۦ كُلّٞ مِّنۡ عِندِ رَبِّنَاۗ وَمَا يَذَّكَّرُ إِلَّآ أُوْلُواْ ٱلۡأَلۡبَٰبِ

ქართული თარგმანი

იგია, რომელმაც ზემოავლინა შენზე წიგნი. იმაშია ცხადი აიათები, რომელნიც წიგნის დედააზრს[3]ქმნიან, და სხვა აიათები ერთმანეთის მსგავსი[4]. ხოლო რომელთაც სიმრუდე უზით გულებში, ისინი იმათ მიყვებიან, რაც მიმგვანებულია, ცდილობენ გამოიწვიონ არეულობა და განმარტონ აიათები, არავინ იცის მისი (მგვანი-მუთეშაბიჰი აიათების) ახსნა, გარდა ალლაჰისა. მტკიცე ცოდნის მქონენი ამბობენ: ჩვენ ვიწამეთ ის, ყველაფერი ჩვენი უფლისგანაა! შეგონებას მხოლოდ გონიერნი მისდევენ!

შენიშვნები

  1. [3] წმინდა ყურანის ძირითადი საკითხები; ალალი და არამი, დოგმების შესახებ არსებული აიათები და ღვთისმსახურებანი
  2. [4] ერთიმეორის მსგავსი. მის ზუსტ მნიშვნელობას ვერავინ ჩაწვდება.
სურა ალი იმრანი — აიათი 7 | ყურანი ქართულად