დრო:

ჯუზი 4 · გვერდი 62 · Aal-i-Imraan

სურა ალი იმრანი — აიათი 97

ყურანი ქართულ თარგმანში — samufto.ge

არაბული

فِيهِ ءَايَٰتُۢ بَيِّنَٰتٞ مَّقَامُ إِبۡرَٰهِيمَۖ وَمَن دَخَلَهُۥ كَانَ ءَامِنٗاۗ وَلِلَّهِ عَلَى ٱلنَّاسِ حِجُّ ٱلۡبَيۡتِ مَنِ ٱسۡتَطَاعَ إِلَيۡهِ سَبِيلٗاۚ وَمَن كَفَرَ فَإِنَّ ٱللَّهَ غَنِيٌّ عَنِ ٱلۡعَٰلَمِينَ

ქართული თარგმანი

იქაა ცხადი სასწაულები[40], სადგომი[41]იბრაჰიმის. და იქ ვინც შევა, დაცულია[42]. ალლაჰი ავალდებულებს ადამიანს, ვისაც ძალა[43]შესწევს, გაემგზავროს და მოინახულოს ეს სახლი. და ვინც უარყო[44], უეჭველად, ალლაჰი მდიდარია სამყაროებსა ზედა.[45]

შენიშვნები

  1. [40] მექას გასანადგურებლად მოსული სპილოს პატრონების მდგომარეობა, რომელიც მოცემულია სურა „ფიილში“
  2. [41] იბრაჰიმის მეყამი, სადაც ქააბას აგების დროს იბრაჰიმი ქვებს აშენებდა და მასზე ისვენებდა.
  3. [42] ხელშეუხებლობის გარანტი, რომელიც მოქმედებს საიქიოშიც და სააქაოშიც. ალლაჰის შუამავალი გადმოგვცემს, რომ ვინც ქააბაში გარდაიცვლება, იმქვეყნად დაცული აღმოცენდებაო, ამქვეყნად კი ვინც ქააბაშ თავს შეაფარებს, არ მოიკვლება, იქიდან გამოსვლამდე უნდა იქნას დალოდებული
  4. [43] ვისაც შეუძლია მოიძიოს გადასაადგილებელი საშუალება და ასევე საგზალი.
  5. [44] და ვინც უარყო სავალდებულო მოგზაურობის შესრულების აუცილებლობა, ვინაიდან, თუკი ადამიანს ძალუძს მექას მონახულება და ამას არ იწამებს, სასტიკად დაისჯება და რწმენიდან გაირიცხება
  6. [45] როდესაც ჰაჯობის შესრულების მავალდებულებელი აიათი მოევლინა, საყვარელმა შუამავალმა შეკრიბა მდიდარი ხალხი და გააცნო, მათგან ხუთმა ტომმა არ იწამა და ეს აიათი იქნა მოვლენილი
სურა ალი იმრანი — აიათი 97 | ყურანი ქართულად