დრო:

ჯუზი 5 · გვერდი 98 · An-Nisaa

სურა ნისა — აიათი 127

ყურანი ქართულ თარგმანში — samufto.ge

არაბული

وَيَسۡتَفۡتُونَكَ فِي ٱلنِّسَآءِۖ قُلِ ٱللَّهُ يُفۡتِيكُمۡ فِيهِنَّ وَمَا يُتۡلَىٰ عَلَيۡكُمۡ فِي ٱلۡكِتَٰبِ فِي يَتَٰمَى ٱلنِّسَآءِ ٱلَّـٰتِي لَا تُؤۡتُونَهُنَّ مَا كُتِبَ لَهُنَّ وَتَرۡغَبُونَ أَن تَنكِحُوهُنَّ وَٱلۡمُسۡتَضۡعَفِينَ مِنَ ٱلۡوِلۡدَٰنِ وَأَن تَقُومُواْ لِلۡيَتَٰمَىٰ بِٱلۡقِسۡطِۚ وَمَا تَفۡعَلُواْ مِنۡ خَيۡرٖ فَإِنَّ ٱللَّهَ كَانَ بِهِۦ عَلِيمٗا

ქართული თარგმანი

შენგან ნებავთ[130]განმარტება ქალების[131]შესახებ, უთხარი: ალლაჰი გამცნობთ მათ შესახებ, და ასევე ობოლ ქალებთა მიმართებაში, რომელთაც არ აძლევთ იმას, რაც მათ ეკუთვნით და გწადიათ მათი ცოლად შერთვა[132]; და ასევე უსუსური[133]ბავშვების თაობაზე, სამართლიანად რომ უნდა მოექცეთ[134]ობლებს, როგორც ეს ღვთიურ წიგნში[135]გიწერიათ; და რა სიკეთეც ჰქმნათ, უეჭველად, ალლაჰი უწყის მას!

შენიშვნები

  1. [130] შენგან სურთ წესდებულების განმარტება ქალების შესახებ
  2. [131] მემკვიდრეობის შესახებ
  3. [132] რათა ხელში ჩაიგდოთ მათი მემკვიდრეობა
  4. [133] პატარა ბავშვების
  5. [134] გადასცეთ მემკვიდრეობა და გადაუხადოთ ურვადი
  6. [135] წმინდა ყურანში
სურა ნისა — აიათი 127 | ყურანი ქართულად