დრო:

ჯუზი 6 · გვერდი 104 · An-Nisaa

სურა ნისა — აიათი 164

ყურანი ქართულ თარგმანში — samufto.ge

არაბული

وَرُسُلٗا قَدۡ قَصَصۡنَٰهُمۡ عَلَيۡكَ مِن قَبۡلُ وَرُسُلٗا لَّمۡ نَقۡصُصۡهُمۡ عَلَيۡكَۚ وَكَلَّمَ ٱللَّهُ مُوسَىٰ تَكۡلِيمٗا

ქართული თარგმანი

და შუამავლები[209], ვისზეც უკვე გიამბეთ შენ და შუამავლები, ვისზეც არაფერი გვითქვამს შენთვის[210]; და დაელაპარაკა ალლაჰი მუსას სიტყვიერად[211].

შენიშვნები

  1. [209] წარვაგზავნეთ
  2. [210] უზენაესმა ალლაჰმა უამრავი შუამავალი წარმოგზავნა დედამიწაზე. მათგან ნახევარი ისრაილის ძეთაგან იყო და სხვა ნახევარი დანარჩენ ხალხთაგან
  3. [211] როგორც მოგეხსენებათ, უზენაესი ალლაჰი შუამავალთ მთავარანგელოზთაგან ერთ-ერთის „ჯებრაილის“ მეშვეობით შთააგონებდა. მაგრამ მუსა შუამავლის შემთხვევაში ალლაჰსა და მუსა შუამავალს შორის არ ყოფილა ანგელოზი, უზენაესმა ალლაჰმა უშუალოდ დაელაპარაკა წმინდა მუსას
სურა ნისა — აიათი 164 | ყურანი ქართულად