არაბული
وَيَقُولُونَ طَاعَةٞ فَإِذَا بَرَزُواْ مِنۡ عِندِكَ بَيَّتَ طَآئِفَةٞ مِّنۡهُمۡ غَيۡرَ ٱلَّذِي تَقُولُۖ وَٱللَّهُ يَكۡتُبُ مَا يُبَيِّتُونَۖ فَأَعۡرِضۡ عَنۡهُمۡ وَتَوَكَّلۡ عَلَى ٱللَّهِۚ وَكَفَىٰ بِٱللَّهِ وَكِيلًا
ქართული თარგმანი
და ამბობენ[85]: გმორჩილებთ[86]! მაგრამ, როცა წავლენ[87]შენგან, მათგან ერთი ჯგუფი ღამით ჩუმად თხზავს იმას, რაც არ გითქვამს შენ[88]. ალლაჰი იწერს[89]იმას, რაც ღამით ჩუმად განიზრახეს. ზურგი აქციე მათ და მიენდე ალლაჰს. და კმარა მფარველად ალლაჰი!
შენიშვნები
- [85] როცა რამე ბრძანება ჩვენგან მოგევლინება. ორპირნი ამბობენ: ვემორჩილებით მას, რაც მოგევლინა და გემორჩილებით შენ
- [86] შენ
- [87] გაგეცლებიან შენ
- [88] არ ემორჩილებიან უზენაესი ალლაჰის მიერ გამოგზავნილ წიგნსა და მის შუამავალს
- [89] უბრძანებს ალლაჰი ანგელოზებს, რომ ჩაიწერონ მათი ყველა ნამოქმედარი