დრო:

ჯუზი 25 · გვერდი 484 · Ash-Shura

სურა შურა — აიათი 15

ყურანი ქართულ თარგმანში — samufto.ge

არაბული

فَلِذَٰلِكَ فَٱدۡعُۖ وَٱسۡتَقِمۡ كَمَآ أُمِرۡتَۖ وَلَا تَتَّبِعۡ أَهۡوَآءَهُمۡۖ وَقُلۡ ءَامَنتُ بِمَآ أَنزَلَ ٱللَّهُ مِن كِتَٰبٖۖ وَأُمِرۡتُ لِأَعۡدِلَ بَيۡنَكُمُۖ ٱللَّهُ رَبُّنَا وَرَبُّكُمۡۖ لَنَآ أَعۡمَٰلُنَا وَلَكُمۡ أَعۡمَٰلُكُمۡۖ لَا حُجَّةَ بَيۡنَنَا وَبَيۡنَكُمُۖ ٱللَّهُ يَجۡمَعُ بَيۡنَنَاۖ وَإِلَيۡهِ ٱلۡمَصِيرُ

ქართული თარგმანი

სწორედ ამიტომ მოუწოდე და მტკიცედ დადექი, როგორც გებრძანა და არ აჰყვე მათ წადილს და თქვი: „ვირწმუნე იგი, რაც ალლაჰმა გარდმოავლინა წიგნთაგან და მებრძანა, რომ სამართლიანად განვსაჯო თქვენს შორის. ალლაჰი ჩვენი ღმერთიცაა და თქვენი ღმერთიც. ჩვენთვისაა ჩვენი საქმენი და თქვენთვისაა თქვენი საქმენი. არ არს დავა ჩვენსა და თქვენს შორის. ალლაჰი შეკრებს ყოველ ჩვენთაგანს და მასთანაა მისაქციელი.“
სურა შურა — აიათი 15 | ყურანი ქართულად