არაბული
۞وَٱذۡكُرۡ أَخَا عَادٍ إِذۡ أَنذَرَ قَوۡمَهُۥ بِٱلۡأَحۡقَافِ وَقَدۡ خَلَتِ ٱلنُّذُرُ مِنۢ بَيۡنِ يَدَيۡهِ وَمِنۡ خَلۡفِهِۦٓ أَلَّا تَعۡبُدُوٓاْ إِلَّا ٱللَّهَ إِنِّيٓ أَخَافُ عَلَيۡكُمۡ عَذَابَ يَوۡمٍ عَظِيمٖ
ქართული თარგმანი
და გაიხსენე ადიელების ძმა[17]. აკი, შეაგონა თავისი ხალხი აჰყაფიდან[18], როცა უკვე განვლეს შემგონებლებმა მის უწინ და მის შემდგომაც: „რომ არ ეთაყვანოთ არავის, გარდა ალლაჰის! უეჭველად, მეშინია მე თქვენს გამო[19]უდიდესი დღის სასჯელისა[20]!“
შენიშვნები
- [17] ჰუდი
- [18] ქვიშიანი და ოღროჩოღრო ადგილი
- [19] რომ სცეთ მის გარდა სხვას თაყვანი
- [20] ბოლო ჟამისა