დრო:

ჯუზი 7 · გვერდი 124 · Al-Maaida

სურა მაიდე — აიათი 103

ყურანი ქართულ თარგმანში — samufto.ge

არაბული

مَا جَعَلَ ٱللَّهُ مِنۢ بَحِيرَةٖ وَلَا سَآئِبَةٖ وَلَا وَصِيلَةٖ وَلَا حَامٖ وَلَٰكِنَّ ٱلَّذِينَ كَفَرُواْ يَفۡتَرُونَ عَلَى ٱللَّهِ ٱلۡكَذِبَۖ وَأَكۡثَرُهُمۡ لَا يَعۡقِلُونَ

ქართული თარგმანი

არ დაუკანონებია ალლაჰს ბაჰირა[166], არც საიბა[167], არც ვასილა[168]და არცა ჰამი[169]. მაგრამ რომელნიც ურწმუნონი იყვნენ, იგონებენ ალლაჰზე სიცრუეს, და მათგან უმეტესი ვერ აცნობიერებს.

შენიშვნები

  1. [166] ბაჰირა: აქლემი, რომელიც ხუთჯერ მოიყვანდა ნაშიერს, და თუ მეხუთე ნაშიერი მამალი იქნებოდა, დედას ყურს გაუხვრეტდნენ და გაუშვებდნენ, მას აღარ გამოიყენებდნენ. არავის შეეძლო მისგან რძე მოეწველა, შემჯდარიყო ან დაეკლა და მიერთვა, ის უკვე ხელშეუხებელი იყო.
  2. [167] საიბა: ავადმყოფობიდან ან რაიმე საფრთხიდან გადასარჩენად გათავისუფლებული დედა აქლემი.
  3. [168] პირველ თიკანს ღმერთს სწირავდნენ. თუკი პირველი მამრი იქნებოდა, რა თქმა უნდა, შესწირავდნენ, მაგრამ თუ პირველი დაბადებულები ტყუპები იყვნენ, არ შესწირავდნენ და მამრ თიკანს თავისუფლად გაუშვებდნენ.
  4. [169] აქლემი, რომელსაც შვილიშვილი შეჯდომის ასაკისა მოესწრებოდა.
სურა მაიდე — აიათი 103 | ყურანი ქართულად